"შეიძლება ნანუკა ვიღაცეებისგან დღესაც "გაილახოს" ამ გადაცემისთვის" - ნათია ფანჯიკიძე
სოც.მედია - 10:07, 16 Apr, 2015     6333

ირაკლი ალასანიას მეუღლე ნათია ფანჯიკიძე ნანუკა ჟორჟოლიანს გუშინდელი გადაცემის გამო მდლობას სოციალური ქსელით უხდის.

„ნანუკა ჟორჟოლიანს მადლობა ხომ უნდა გადავუხადო კონკრეტულად ამ დღევანდელი გადაცემისთვის, როგორი პროფესიონალიზმითაც იყო მომზადებული და რამდენად ბევრი რამის დატევა შეძლო, ყველაფერზე ლაპარაკის საშუალება მისცა რესპონდენტს, ირაკლის გაცნობა შეიძლებოდა ამ გადაცემიდან... მაგრამ მადლობასთან ერთად ძალიან მთავარი რაღაც მინდა ვთქვა, რისთვისაც ადამიანებს ვცემ პატივს, - თავისუფალი პიროვნული ნების და აზრის ქონის უნარი და მერე ამ აზრის გამჟღავნების ძალა. შეიძლება ნანუკა ვიღაცეებისგან დღესაც "გაილახოს" ამ გადაცემისთვის, ოცნების მხრიდან ხომ თავისთავად და თუნდაც თავისივე ნაცნობების ნაწილისგანაც, მაგრამ რა შედარებაა იმ სიტუაციასთან, როცა პირველად, 2010-ში დამპატიჟა თავის ეთერში. მაშინ თვითონ ვისაც ემხრობოდა, იმ ძალის ოპოზიციაში ვიყავით, მანამდე წელიწადნახევარი არავის თვალით არ ვყავდი ნანახი, პრესაში ისე წერდნენ ცუდობებს ჩემზე, იქმნებოდა პორტრეტი, რომ ვარ თან მახინჯი, თან დებილი, ორივე ერთად, - ერთერთი არ ყოფნიდათ.

მოკლედ ცხოვრებაში პირველად მის შოუში აღმოვჩნდი ეთერში. მას არც წინასწარი კარგი განწყობა შეიძლებოდა ჰქონოდა და არც კეთილი "შეკვეთა", თუკი ვინმე შეუკვეთავდა. იქვე, სტუდიაში გამიცნო, იქვე, უცებ ჩათვალა, რომ სულაც არ ვარ ცუდი ადამიანი და გამიწია უკარგესი მასპინძლობა. კარგი, ადამიანური გადაცემა გააკეთა. პრაქტიკულად დაამტკიცა, რომ ესოდენ გენიალური "განწყობის თეორია" ძლიერებს თავის ჭკუაზე ვერ დაატარებს.

მაშინ როცა, ხანდახან ვინც წესით არ უნდა გთელავდეს ფეხით, ის გთელავს, განსაკუთრებით ვაფასებ ადამიანურ ნებას, კეთილგანწყობას, რომელიც არავის არ ევალება“, - წერს ფანჯიკიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42