,,აფხაზებს სააკაშვილის მიმართ მოლოდინი ჰქონდათ“ - რას ჰყვება ალასანია და რატომ არ შეხვდა სააკაშვილი შამბას
პოლიტიკა - 23:17, 15 Apr, 2015     3935
რას ჰყვება ირაკლი ალასანიას ,,ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში მოსვლის პერიოდში აფხაზებთან გამართულ ურთიერთობებზე, როგორ იხსენებს ის სოხუმში ვიზიტსა და სერგეი შამბას და აფხაზური დელეგაციის თბილისში ჩამოსვლას. ირაკლი ალასანია დეტალებს ,,ნანუკას შოუში" იხსენებს.

,,საუბარი იყო იმაზე, დავრჩებოდი თუ არა იქ ღამე... მე ეს არ შემეძლო ემოციური ფონის გამო... ხელი მანამდეც ჩამომირთმევია აფხაზური დელეგაციისთვის. მე განვეკუთვნებოდი იმ ადამიანების რიცხვს, ვინც ვთვლიდით, რომ ძალით წართმეული ძალითვე უნდა დაგვებრუნებინა. მაგრამ ამ შეხვედრების შემდგე დავინახე რომ იქ იყვნენ ადამიანები,რომლებსაც ოჯახის წევრები ჰყავდათ დაღუპული ომში, მათ ჰქონდათ იგივე ტკივილი, რაც ჩვენ. შემდეგ ჩვენ ვერ შევთანხმდით ომის დაწყების მიზეზებზე, მაგრამ შევთანხმდით ერთ რამეზე, რომ მოდი ამას თავი დავანებოთ... ასევე შევთანხმდით, რომ რაც ჩვენ გადავიტანეთ, ის არ უნდა გადაეტანთ ჩვენს შვილებს და რომ ეს ყოფილიყო ამოსავალი წერიტილი. მივედით ორ მოცემულობამდე - კიდევ ერთხელ სააკაშვილის ახალი ხელისუფლება ავიღებდით ვალდებულებას, რომ შეიარაღებული გზით კონფლიქტს არ გადავწყვეტდით, ეს ჰქონდა აღებული შევარდნაძეს, მაგრამ ბუნებრივია ამას ლეგიტიმაცია სჭირდებოდა ახალი ხელისუფლების მხრიდან და მეორე - ეს იყო დევნილთა დაბრუნების და მათი საკუთრების აღიარება აფხაზების მხრინდა. ამის შემდეგ უკვე ჩამოვიყვანეთ. თბილისი ძალიან მოეწონათ, არ იყვნენ ნამყოფი მას შემდეგ, რაც სააკაშვილის განახლების წლებმა მოუტანა საქართველოს. შარდენზე გავედით და განსაკუთრებული განცდა გაუჩნდათ. იქაური ე.წ. თავდაცვის მინისტრი იყო, რომელიც მეუბნებოდა რომ შემდეგ ჩამოსვლაზე სთხოვე შამბას, რომ ღამეც დავრჩეთო. სხვათაშორის სააკაშვილის მიმართაც ჰქონდათ დადებითი ინტერესი, რადგან ეს იყო ადამიანი, რომელსაც სისხლში ხელი არ ჰქონდა გასვრილი, იყო გამბედავი, რეფორმატორი, ანუ მოლოდინი ჰქონდათ“ - აცხადებს ირაკლი ალასანია.

როდის გაწყდა ეს მოლოდინი და რატომ არ შედგა სააკაშვილის და აფხაზური დელეგაციის შეხვედრა.

,,ეს გაწყდა 2005 წლის დეკემბერში, როდესაც ჩვენ აღნიშნული დეკლარაცია მოვამზადეთ, სექტემბერი იყო შამბაც ჩამოვიდა, დეტალებზეც წავიმუშავეთ და იმ წელს მე ვთხოვე სააკაშვილს, რომ მიეღო და დალაპარაკებოდა, თუნდაც პრივატულად, ეჩვენებინა, რომ არ იყო აფხაზების მოსისხლე მტერი და რომ შემრიგებლური გზავნილი წაეღო მას უკან სოხუმში. ამაზე დამთანხმდა, თუმცა იმ დღეს, როცა შეხვედრა უნდა შემდგარიყო, სააკაშვილი არ ჩანდა, როცა გავარკვიე და დავრეკე, აღმოჩნდა რომ არ იყო თბილისში. შემდეგ უკვე ვახშამზე ვიყავით, ვსაუბრობდით და ტელევიზორი იყო ჩართული, რუსთავი 2 სხვათაშორის, სადაც უცებ სააკაშვილი გამოვიდა სენაკის მშენებარე ბაზეზე და თქვა, რომ ჩვენ ამ ბაზას ძალიან მალე დავასრულებთ და ფსოუზე ვიზეიმებთ საქართველოს გამთლიანებას. ეს ბუნებრივია, ნათელი სიგინალი იყო, რომ რაღაც გაურკვევლობა იყო თავად ქართველებში. ირაკლი ოქრუაშვილთან უკვე დაპირისპირებული ვარ კოდორის მოვლენების თემაზე... ამ განცხადებას ხაზი არ გაუსვა მაშინ აფხაზურმა მხარემ. შემდეგ უკვე დეკემბერში სააკაშვილმა პირდაპირ თქვა, რომ ამ შეთანხმებას ხელს არ მოაწერდა“ - იხსენებს ალასანია.

რატომ გადადგა სააკაშვილმა ეს ნაბიჯი - ირაკლი ალასანია ვარაუდობს, რომ მას არ ჰქონდა რწმენა იმისა, რომ მოლაპარაკებებით შიძლებოდა ამ პროცესის დაგვირგვინება. მას სურდა, რომ ეს მომხდარიყო თავის მოკლე ვადაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42