უმნიშვნელოვანესია ის მხარდაჭერა, რომელიც აშშ-ის მხრიდან ხორციელდება - ბადაშვილი
პოლიტიკა - 19:06, 15 Apr, 2015     1334

საქართველოს მთავარ პროკურატურაში ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის მრჩევლის სტივენ ნეფის მიღება გაიმართა. შეხვედრას საქართველოს მთავარი პროკურორი გიორგი ბადაშვილი, მთავარი პროკურორის მოადგილეები - ირაკლი შოთაძე, გიორგი გაბიტაშვილი და პროკურატურის სისტემის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გიორგი ბადაშვილმა სტივენ ნეფს გაწეული თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

,,ჩვენი სისტემის, თანამშრომლებისა და პირადად ჩემი სახელით მინდა მადლობა გადაგიხადოთ და კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ უმნიშვნელოვანესია ის როლი და მხარდაჭერა, რომელიც ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან. ძალიან ვაფასებთ იმას, რომ თქვენ არა მხოლოდ ჩვენს საჭიროებებს ისმენდით, არამედ თავადაც იჩენდით ინიციატივას, გვთავაზობდით თქვენს წინადადებებს, იდეებს, რეკომენდაციებს. მართალია, თქვენი სამუშაო მისია საქართველოში დასრულდა, თუმცა იმედი გვაქვს ამით ჩვენი თანამშრომლობა და მეგობრობა არ დასრულებულა და მომავალშიც გაგრძელდება“ - აღნიშნა მთავარმა პროკურორმა.

გიორგი ბადაშვილმა პროკურატურის სისტემის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისა და აქტიური მხარდაჭერისთვის სტივენ ნეფს მადლობის სიგელი და სამახსოვრო საჩუქარი გადასცა.

სტივენ ნეფი საქართველოში 2012 წლიდან მოღვაწეობს და ის საქმიან მისიას მიმდინარე წლის აპრილში ასრულებს. აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდის განმავლობაში აშშ-ის საელჩოსთან თანამშრომლობითა და სტივენ ნეფის უშუალო ჩართულობით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი, ტრენინგი და აქტივობა განხორციელდა. სტივენ ნეფი, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი პროკურორია, ყოველთვის ატქიურად იყო ჩართული პროკურატურის სისტემის განვითარების, პროკურორების და გამომძიებლების პროფესიული სტანდარტის ამაღლებაში. მისი უშუალო ჩართულობით განხორციელდა სასწავლო აქტივობები: ნაფიც მსაჯულთა სასამართლო უნარ-ჩვევების, სამართლებრივი წერის, ფულის გათეთრების, მედიასთან ურთიერთობისა და სხვა მიმართულებებით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42