გადედლებული ცნობიერება
პოლიტიკა - 18:54, 15 Apr, 2015     1182
რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანია ,,მაესტროს“ სიუჟეტი ვნახე, რომელიც მოქვის სახრებას ეხებოდა. ჟურნალისტმა ის ქართულ-აფხაზური კულტურის ძეგლად გამოაცხადა. რა ხდება ასეთი ჩვენს ცნობიერებაში,რომ ვერაფრით ვერ მოვშორდით ამ ფსევდომეგობრობისა და ფსევდოჰუმანიზმის კლიშეებს. ალბათ, ასე უფრო კომფორტულად ვგრძნობთ თავს. მიმტევებლებიც ვართ, მგლის თავზე სახარების მკითხველიც,მარცხენა ლოყასაც ვუშვერთ და მსოფლიოც უკეთ გაგვიგებს. წითელი კოჭების გაგორება ხომ ოდითგანვე მოგვსდევს დამპყრობლისა თუ ვინც კი ვინმე მისი ლაქიისადმი, სადღეგრძელოს ხომ ვეტყვით ბატონკაცურ-დარდიმანდულს,გავაფრენთ მშვიდობის ჩიტებს ხოლმე ენგურის ხიდზე და ამით გულაჩუყებულები საკუთარ შვილებს ვალმოხდილებისა და ღირსების გაკვეთილებსაც ვუტარებთ. ბოდიშზე და თავზე ნაცრის წაყრაზეცგადავუკრავთ ხოლმე მათ და დავდივართ ასე თავაწეულები და კმაყოფილები.

ფარისევლობა ჰქვია ამას, ფარისევლობა და უგნურება!

ვინ ეტყვის ებრაელს, ჰოლოკოსტზე ბოდიში უმდა მოიხადო, ან ამერიკელს იგივეს- 11 სექტემბერზე. გაცემა გაჭირვებულისთვისაა, მაშინ არის მადლი და შენი. მაგრამ ვინაობას, ღირსებასა და რწმენას არ გასცემენ. არც სამშობლოს არავისზე და არაფრის ფასად, არც ისტორიას.

ქართულ-აფხაზური ისეთივე უაზრობაა, როგორც ქართულ-იმერული ან ქართულ-აჭარული, ქართულ-მეგრული ან ქართულ-კახური. თუ სხვა რამეს ამ რიგიდან არ ვუშვებთ, ქართულ-აფხაზურს რატომ ველაციცებით. ან კიდევ თუ ისტორიული გონებაამღვრეულობის გამო აფხაზურს ქართულისგან განვარჩევთ, ქართულად შექმნილი წერილობითი ძეგლი, როგორ არის სხვა ტომის კულტურაც.

ერთხელ ,,დიადი საბჭოეთის“ დროს ცნობილი ქართველი ხელოვნებათმცოდნის სქელტანიან და კარგად დასურათებულ წიგნში ამოვიკითხე ასეთი ფრაზა: ,,ქართული არქიტექტურის აფხაზური სკოლა“. ანბანს იქით სკოლა არა აქვთ, ისიც კირილიცაზეა, მხოლოდმე-19 საუკუნის 60-იანი წლებიდან შეუქმნეს რუსებმა და ეს არქიტექტურული სკოლა საიდან, შე მამაცხონებულო? საიდან და ჩვენგან, ფეშქაშად, დაუმსახურებელი პატივის დასადებად, ძმობისა და მეგობრობის ყალბი ფერხულისათვის, შემდგომ რომ ტყვიებად შემოგვიბრუნდა.

გადედლებამ, ,,ბაბაიას“ ფეხებთან გართხმამ იცის ასე, ადრე და ეხლაც. გახსოვთ, მოსეს რომ უყიჟინებდნენ, უკან დავბრუნდეთ ეგვიპტეშიო, - ის ჰქვია ამას.

ნუთუ მართლა 40 წელი უნდა ვიხეტიალოთ უდაბნოში მონობითა და უმეცრებით სულწამხდარებმა.

მალხაზ პატარაია

მოძრაობა ,,დაბრუნების“ თავმჯდომარე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42