საქართველოს პრეზიდენტი დღეს ლატვიელ კოლეგას შეხვდება
პოლიტიკა - 09:25, 16 Apr, 2015     1685
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს საპასუხო ვიზიტით ლატვიის რესპუბლიკაში გაემგზავრება. გასული წლის ნოემბერში საქართველოს პრეზიდენტმა ლატვიელ კოლეგას საქართველოში უმასპინძლა.

ქვეყნის პირველი პირი ვიზიტის ფარგლებში დღეს ოფიციალურ შეხვედრებს გამართვს. სახელმწიფოს მეთაური ლატვიელ კოლეგას ანდრის ბერზინშს ჯერ პირისპირ, ხოლო შემდეგ გაფართოებულ ფორმატში შეხვდება.

საქართველოსა და ლატვიის პრეზიდენტები შეხვედრის შემდეგ თავისუფლების მონუმენტს ყვავილების თაიგულებით შეამკობენ, რის შემდეგაც გიორგი მარგველაშვილი ქართულ დელეგაციასთან ერთად შეხვედრებს ლატვიის რესპუბლიკის პარლამენტის სპიკერთან ინარა მურნიეცესთან, ასევე პრემიერ-მინისტრთან ლაიმდოტა სტრაუიუმასთანაც გამართავს.

ქვეყნის პირველი პირი კულტურული ღონისძიებების ფარგლებში 1940-1991 წლების ლატვიის ოკუპაციის მუზეუმსაც მოინახულებს. გიორგი მარგველაშვილი ლატვიის უნივერსიტეტში საჯარო ლექციასაც წაიკითხავს და ლატვიის აკადემიურ ბიბლიოთეკის დირექტორს ვენტა კოცერეს ღირსების ორდენით დააჯილდოებს.

პრეზიდენტის ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ქართველი და ლატვიელი ბიზნესმენების სამუშაო შეხვედრები.

ოფიციალური ვიზიტის დასასრულს საქართველოს პრეზიდენტისა და ქართული დელეგაციის პატივსაცემად ლატვიის პრეზიდენტის ანდრის ბერზინშის სახელით ოფიციალური სადილი გაიმართება.

ქართული დელეგაცია საქართველოში 17 აპრილს დაბრუნდება. დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილი, პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თენგიზ ფხალაძე, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი კახა ბაინდურაშვილი, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის გენერალური დირექტორი ირაკლი ასლანიშვილი, საერთაშორისო სავაჭრო პალატა - საქართველოს ვიცე-პრეზიდენტი ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი, ამერიკის სავაჭრო პალატის საქართველოში ვიცე-პრეზიდენტი მაიკლ ქოუგლი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42