„გიფიქრიათ იმაზე რატომ აქვს ივანიშვილს თავისი ფული კაიმანის კინძულებზე?
რატომ არ შეიძლება აქ იყოს კაიმანის კუნძულები და აქ ჩადოს ყველამ ფული?
რაშია კაიმანის კუნძულების მიმზიდველობა? - არ არსებობს საშემოსავლო გადასახადი, არ არსებობს მოგების გადასახადი
რატომ ჩადებს აქ ფულს ვინმე, როდესაც ქვეყნის დე ფაქტო მმართველი, მილიარდერი:
1. თავის ფულს დებს კაიმანის კუნძულებზე და არა ამ ქვეყანაში
2. თვითონ სარგებლობს სახელმწიფოს მიერ შექმნილი ინვესტიციების წამახალისებელი პროგრამებით
3. 1 ლარად ყიდულობს ქონებას
4. იღებს იაფ სესხს, ანუ ჩვენ გვახდევინებს ბანკის პროცენტს საკუთარი ბიზნესისთვის
რატომ ჩადებს აქ ფულს ვინმე სხვა, თუ ქვეყნის მმართველი მილიარდერი თავად არ რისკავს აქ საკუთარი ფულის დაბანდებას და ამას აკეთებს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ იღებს წახალისებას სახელმწიფოსგან?“-ამბობს ზურაბ ჯაფარიძე.
მასალის გამოყენების პირობები






