რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენლმა - ზურაბ აბაშიძემ 2012 წლიდან დღემდე 187,681 ლარის ანაზღაურება მიიღო.
ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველო“ ავრცელებს.
„რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობა საქართველოს მთავრობამ 2012 წლის ნოემბერში შექმნა, რომელზეც დიპლომატი ზურაბ აბაშიძე დაინიშნა. ჩვენ დავინტერესდით, თუ რა ხარჯებთან არის დაკავშირებული სპეციალური წარმომადგენლის მუშაობა და ინფორმაცია მთავრობის კანცელარიისგან გამოვითხოვეთ.
როგორც ირკვევა, ზურაბ აბაშიძემ და მისმა კონსულტანტმა გიორგი ქაჯაიამ 2012 წლიდან დღემდე ჯამში 251,681 ლარის ანაზღაურება მიიღეს, აქედან 187,681 თავად ზურაბ აბაშიძის ანაზღაურება იყო, ხოლო 64,000 – კონსულტანტის. საშუალოდ, ზურაბ აბაშიძის ყოველთვიური ანაზღაურება დაახლოებით 6,500 ლარია.
ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2012 წლიდან დღემდე სპეციალური წარმომადგენლის სასტუმროს ხარჯებმა სულ 54,690 ლარი შეადგინა“, - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები






