„დელტამ“ სეტყვის საწინააღმდეგო რადარი შექმნა
პოლიტიკა - 16:58, 15 Apr, 2015     1761

სახელმწიფო სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკურმა ცენტრმა „დელტამ“ სეტყვასაწინააღმდეგო სისტემა შექმნა. კახეთის რეგიონში სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებში სეტყვისაგან მიყენებული ზარალი 80-90%-ით შემცირდება.

დღეს, სისტემის პრეზენტაცია სოფელ ნუკრიანში გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე, ასევე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სსტც „დელტას“ დირექტორი უჩა ძოძუაშვილი და კახეთის გუბერნატორი დაესწრნენ.

სეტყვასაწინააღმდეგო სისტემის შექმნა კახეთის რეგიონში სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებში სეტყვისგან მიყენებული ზარალის შემცირებას ისახავს მიზნად. რადარი სოფელ ნუკრიანში, ჭოტორის მთაზეა განთავსებული, საიდანაც 83 საცეცხლე წერტილი იმართება.

კომპლექსის შემადგენლობაში შედის: ცენტრალური სარადარო სადგური -მეტეორადარი, ინფორმაციის დამუშავებისა და ცეცხლის მართვის ცენტრი, ასევე ავტონომიური საცეცხლე სარაკეტო დანადგარები. პროექტის ღირებულება 14 მილიონ ლარს აღემატება.

სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დელტა“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2015 წლის 8 აპრილს საქართველოს მთავრობის N 164 დადგენილების შედეგად დაუბრუნდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42