„RMG ჯგუფის“ თანამშრომლები "ნაციონალურ მოძრაობას" და "თავისუფლად დემოკრატებს" ადანაშაულებენ
პოლიტიკა - 13:59, 15 Apr, 2015     891
„RMG ჯგუფის“ თანამშრომლის ავთანდილ ბაქრაძემ განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და „თავისუფალი დემოკრატები“ ხელისუფლების წინააღმდეგ მუშაობენ, იმისთვის, რომ საწარმოები გაჩერდეს და ხალხი მთავრობის წინააღმდეგ განეწყოს.

კაზრეთში გამართული აქციის მონაწილის თქმით, ის კომპანიაში 35 წელია, მუშაობს და დღეის მდგომარეობით, საწარმოში დასაქმებულმა ადამიანებმა თვალებში გამოიხედეს და გარკვეული მატერიალური შესაძლებლობებიც გაუჩნდათ.

„17 წლის უკან, საწარმო გაჩერებული, ჩაკირული იყო. ხალხი მშიერი დადიოდა, პურის ფული არ გვქონდა. თბილისში შვილების სანახავად რომ წავსულიყავით, ამის ფული არ გვქონდა. ახლა ცოტა თვალებში გამოიხედა ხალხმა, იღებენ ხელფასს, შვილებს ასწავლიან და „ნაციონალური მოძრაობა“ და „თავისუფალი დემოკრატები“ დაინტერესებულნი არიან საწარმოს გაჩერებით“, - განაცხადა ბაქრაძემ.

მისივე თქმით, გაუგებარია, რა საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ.

„ნაციონალური მოძრაობა“ და „თავისუფალი დემოკრატები“ მოქმედებენ ხელისუფლების საწინააღმდეგოდ. უნდათ საწარმოები გააჩერონ, ხალხი მშიერი დატოვონ და მერე, მოსახლეობა დღევანდელი ხელისუფლების წინააღმდეგ განაწყონ. რა საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას?! რით ვერ დამთავრდა ყველაფერი? თუკი 5 000 წლის წინ ვიღაც ოქროს ამუშავებდა, დღეს რატომ არ აქვს ქართველ ხალხს ამის უფლება?! ოქრო სანამ მიწაშია, მას ფასი არ აქვს“, - განაცხადა ბაქრაძემ.

კაზრეთში, „RMG ჯგუფის“ თანამშრომლებმა და ადგილობრივმა მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. ისინი პარლამენტის მიერ დღეს, საყდრისთან დაკავშირებით, საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს აპროტესტებდენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42