„ამ ომში თურქი უფრო მეტი დაიღუპა, ვიდრე სომეხი. თუ მაინც 100-წლიან ისტორიაზე საუბრობთ, მაშინ 100 წლის წინ, 31 მარტს იყო აზერბაიჯანელი ხალხის გენოციდის დღე. 1919 წელს, დახოცეს 100 ათასამდე აზერბაიჯანელი. ისინი დახოცეს სომხეთის დაშნაკებმა და წითელმა არმიამ. მე მახსოვს, რა მოხდა 20 წლის წინ, აზერბაიჯანში, ყარაბაღში, ქალაქ ხოჯალიში, ერთ ღამეში დახოცეს 700-მდე უარაღო აზერბაიჯანელი, ძირითადად, ბავშვები და ქალები“, - განაცხადა აზერ სულეიმანოვმა.
დეპუტატის თქმით, დღეს ქვეყნის წინაშე ბევრი პრობლემაა, საერთო მტერი კი თბილისიდან 40 კილომეტრში დგას მაგრამ ამაზე საუბარი არ მიმდინარეობს. სულეიმანოვის თქმით, 100 წლის წინ მომხდარი ამბავი ისტორიკოსებმა უნდა გაარკვიონ და ეს არ არის საქართველოს პარლამენტის მიერ გასარკვევი საკითხი.
შეგახსენებთ, რომ ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი სამველ პეტროსიანი სომეხთა გენოციდის აღიარებისა და დაგმობის მოწოდებით გამოვიდა.
მასალის გამოყენების პირობები






