პრემიერ-მინისტრი პანკისიდან ახალგაზრდების სირიაში წავსლის ფაქტს ეხმაურება და ამბობს, რომ ამ პრობლემის წინაშე მთელი მსოფლიო დგას.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველო ამ შემთხვევაში გამონაკლისი არ არის და მსოფლიო ლიდერებიც კი ვერ პოულობენ გამოსავალს, თუ როგორ აღკვეთონ მოხალისეების სირიაში წასვლა.
„არ მინდა პარალელი გავავლო წინა მთავრობას და ჩვენ მთავრობას შორის თუ რა პოლიტიკა არსებობდა. მე ერთ მაგალითს შევახსენებ მოსალხეობას, ლაფანყურის სპეცოპერაცია, რაც წინა მთავრობის უგუნური პოლიტიკის შედეგი იყო. შეიარაღებული ჯგუფები გადაადგილდებოდნენ თავისუფლად საქართველოს ტერიტორიაზე. ჩვენმა მთავრობამ მოვახრხეთ, რომ თუნდაც სოჭის ოლიმპიადის დროს ეს ტერიტორია გაკონტროლებული გვქონოდა. ეს მთელი მსოფლიოს თავის სატკივარია. მსოფლიოს ლიდერები ვერ პოულობენ გამოსავალს, თუ როგორ აღკვეთონ მოხალისეების წასვლა სირიაში. სამწუხაროა და მიუღებელია რა თქმა უნდა ფაქტი, რაც პანკისში მოხდა და მინდა ვუთხრა ამ ახალგაზრდების ოჯახის წევრებს, რომ ჩვენ განვიცდით ამ საკითხს, თუმცა მეორეს მხრივ ეს არის საკითხი რომელიც მთელ მსოფლიოს აწუხებს. საქართველო ამ შემთხვევაში გამონაკლისი არ არის“, - განაცხადა პრემიერმა.
მასალის გამოყენების პირობები






