ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი სამველ პეტროსიანი სომეხთა გენოციდის აღიარებისა და დაგმობის მოწოდებით გამოდის.
ამის შესახებ პეტროსიანმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, აღიარება იმისთვის არის საჭირო, რომ მომავალში მსგავსი დანაშაულები აღარ მოხდეს.
როგორც დეპუტატმა განაცხადა, ის, რაც ოსმალეთის იმპერიაში 100 წლის წინ მოხდა, დღემდე უდიდესი ტრავმაა სომეხი ხალხისთვის.
„სომეხთა გენოციდი ბევრმა საერთაშორისო ორგაიზაციამ აღიარა, მათ შორის ევროსაბჭომ, ევროკავშირმა და სხვებმა. დარწმუნებული ვარ, რომ ოდესმე შევძლებთ ისტორიის ამ უმძიმეს ფურცელზე საერთო პოზიციის ჩამოყალიბებას. გენოციდის დაგმობა ხელს შეუწყობს მომავალში ყველა ერების დაცვას ასეთი დანაშაულებებისგან. დარწმუნებული ვარ, თავის დროზე დაგმობილი რომ ყოფილიყო სომეხთა გენოციდი, მსგავსი ტრაგედიები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში არ მოხდებოდა. მოვუწოდებ ყველა დემოკრატიულ ქვეყანას, სადაც ჯერ დაგმობილი და შეფასებული არ არის ეს ფაქტი, რომ აღიარონ მოვლენა იმისთვის, რომ მომავალში მსგავსი დანაშაული ნებისმიერი ერის წინააღმდეგ თავიდან ავიცილოთ", - განაცხადა სამველ პეტროსიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






