პარლამენტში ბიუროს სხდომაზე, „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ მომზადებული ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვას დეპუტატებს შორის კამათი მოჰყვა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - ვახტანგ ხმალაძემ საკითხის დაჩქარებული წესით განხილვა მოითხოვა. მისი თქმით, ცვლილებები მიღებული 1-ელ მაისამდე უნდა იყოს. როგორც ის ამბობს, კანონპროექტის საბოლოო რედაქცია შეთანხმებულია შსს-თან და პროკურატურასთან.
ხმალაძის განცხადების საპასუხოდ ეკა ბესელიამ იკითხა, თუ რატომ არ მომზადდა აღნიშნული კანონპროექტი აქამდე. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებს კი დავით უსუფაშვილმა უპასუხა და დეპუტატებს მოუწოდა საკითხზე მსჯელობა შეეწყვიტათ.
„საკითხის განხილვა დაჩქარებული წესით უნდა დავიწყოთ. დიდი ბოდიში, მაგრამ ამ თემაზე საუბარი უნდა შევწყვიტოთ. ეს გადაწყვეტილება სასამართლომ მიიღო და უფრო ადრე უნდა გვენახა. ახლა რა ვქნათ, ამ პროეტქზე არ ვიმუშაოთ? ქალბატონო ეკა, გვთავზობთ, რომ ამ პროექტზე არ ვიმუშაოთ? ვადები ათასჯერ აგიხსენით. განხილვა დავიწყოთ და თუკი მოსწრებადი არ არის, საკითხზე მომავალ კვირასაც ვისმჯელებთ“, - განაცხადა უსუფაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






