განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე პანკისიდან სირიაში მოსწავლეების წასვლის ფაქტს ეხმაურება და ამბობს, რომ სამინისტრო მჭიდროდ თანამშრომლობს შესაბამის უწყებებთან, რომ მსგავსი ფაქტები აღარ მოხდეს.
მისი თქმით, პედაგოგები ვერ აკონკრეტებენ თუ რატომ შეიძლება მიეღოთ არასრულწლოვნებს სირიაში წასვლის გადაწყვეტილება.
„მჭიდროდ ვთანამშრომლობთ შესაბამის უწყებებთან, რომ ასეთი მოვლენების მინიმალიზირება მოხდეს და ასეთი ქმედებები თავიდან ავიცილოთ. სკოლის დონეზე ის რა სამუშაოებიცაა ჩასატარებელი, ყოველთვის ტარდება. ის ბავშვები, რომლებმაც გადალახეს საზღვარი და წავიდნენ სირიაში, კონკრეტულად ამ მოსწავლეების მიმართ რაიმე სახის გადაცდომას რომ შესაძლოა მათ ასეთი გადაწყვეტილება მიეღოთ, პედაგოგები ვერ აკონკრეტებენ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა შევწყვიტოთ მუშაობა იმ კუთხით, რა კუთხითაც ვმუშაობთ. პირიქით, შესაბამის ორგანოებთან კავშირი უნდა გავაძლიეროთ", - განაცხადა თამარ სანიკიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






