„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, პროკურატურაში შექმნილი საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფის შენახვა სახელმწიფოს 1 მილიონი ლარი უჯდება. როგორც პარტიის წევრმა ირმა ნადირაშვილმა განაცხადა, ეს ადამიანები დაქირავებული პროკურორები არიან, რომლებიც ბიუჯეტიდან სოლიდურ დაფინანსებას იღებენ.
„ეს ადამიანები არიან არაკვალიფირიური ექსპერტები, რომლებიც თავის დამოუკიდებელ და ობიექტურ აზრს დადებენ საქართველოში მართლმსაჯულების პროცესთან დაკავშირებით, არამედ ჩვეულებრივი დაქირავებული პროკურორები. ამ ადამიანების შენახვა სახელმწიფოს დაახლოებით 1 მილიონი ლარი უჯდება. ისინი ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი ხუშტურის შესასრულებლად დაიქირავა. ჩვენ ამ ადამიანებთან შეხვედრის სურვილი გვქონდა, რადგან მათთვის გვეთქვა, რომ საქართველოს მთავრობას ისინი პოლიტიკური მიზნებისთვის არ გამოეყენებინა, თუმცა მათ კოორდინატებთან დაკავშირებით ინფორმაცია ვერ მივიღეთ“, - განაცახდა ირმა ნადირაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






