სენატორმა ჯონ მაკკეინმა საქართველოს პარლამენტის უმცირესობის ლიდერთან დავით ბაქრაძესთან შეხედრის შემდეგ რუსეთის აგრესიასა და საქართველოში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.
„რუსეთის პრეზიდენტი ღია აგრესიას ეწევა და მას სურს რუსეთის იმპერიის აღდგენა. სამწუხაროდ, არც ჩვენი ევროპელი მეგობრები და არც ზოგიერთი ამ ადმინისტრაციაში, არ იღებენ ხმას ქართველი ხალხის სახელით", -განაცხადა ჯონ მაკკეინმა.
ჯონ მაკკეინმა ასევე საქართველოში პოლიტიკური თავისუფლების არ არსებობასა და არჩევნების ფაქტორზეც ისაუბრა.
„განვიხილეთ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საკითხები, რუსეთის აგრესიის გაგრძელება სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში. ფაქტი, რომ არ არსებობს პოლიტიკური თავისუფლება, რომელიც იმედი გვქონდა, რომ იქნებოდა ახალი ადმინისტრაციის ნაწილი. ახლოვდება არჩევნები და გვინდა ის ღია და სამართლიანი იყოს,” - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების სენატორმა
შეხვედრასთან დაკავშირებით საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ევრაზიის პროგრამების დირექტორმა სტივ ნიქსიმაც გააკეთა კომენტარი, მისი თქმით შეხვედრაზე ზოგადი პოლიტიკური რეალობა განიხილეს საქართველოში.
„ძალიან ბევრი ვისაუბრეთ, თუ რა ხდება საკანონმდებლო დღის წისრიგის თვალსაზრისით საქართველოს პარლამენტში და რის გაკეთებას აპირებს საკანონმდებლო ორგანო ზაფხულამდე,”-განაცხადა სტივ ნისქსიმ.
შეგახსენებთ, რომ უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე შეერთებულ შტატებში შეხვედრებს მართავს, იგი დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად უკვე შეხვდა საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალჩინოსნებს.
საპარლამენტო უმცირესობის დელეგაციის ვიზიტი შეერთებული შტატების დედაქალაქში 16 აპრილამდე გაგრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები






