"როცა მე დავდე ამის შესახებ ინფორმაცია, ამის შესახებ არც კი დაინტერესდნენ. მინიმუმ ეკითხათ მაინც... უსაფრთხოების სამსახურები პრაქტიკულად არ მუშაობენ. ეს პრობლემა 2 წელია გრძელდება. დიდი ეჭვი მაქვს, რომ ადგილობრივ ან ცენტრალურ დონეზე ამ ჯგუფს ვიღაც ლობირებს. ეს ჯგუფი არის შეფიცულების ჯგუფები, მაგრამ ამ ჯგუფს ადგილობრივ დონეზე მათ შორის შსს-ს შესაბამისი სტრუქტურების წარმომადგენლებიც ეხმარებიან, სხვა მხრივ შეუძლებელია ისე მოხდეს ამ ბავშვების დაორგანიზება, რომ ამის შესახებ ინფორმირებული არ იყვნენ" - აცხადებს გელა მთივლიშვილი.
ჟურნალისტი პანკისის ხეობიდან ახალგაზრდების წასვლის შესახებ საუბრობს და ამტკიცებს, რომ მას 19 წლის ჯამლეტ ბოჩანაშვილის ვიდეოჩანაწერი აქვს, სადაც ის ჰყვება, თუ რა მიზეზით, სად მიდის და რას ჰპირდებიან წასვლის სანაცვლოდ.
ამ ეტაპზე გელა მთივლიშვილი არ აკონკრეტებს, როდის გამოაქვეყნებს მის ხელთ არსებულ ვიდეოს.
მასალის გამოყენების პირობები






