„2012 წლის გაზაფხულზე ლაფანყურის გზის გავლით საქართველოში არალეგალურად შემოსული იყო მაგომედ მაგომედოვი დაღესტნელი მოჯაჰედი. 2012 წლის არჩევნების შემდეგაც ეს ადამიანი ცხოვრობდა პანკისის ხეობაში, უსაფრთხოების სამსახურის ადგილობრივი თანამშრომლის ემზარ მაჩალიკაშვილის ნათესავის სახლში, დუისში. ყოველ დღე მიდიოდა მეჩეთში ლოცულობდა და ბრუნდებოდა უკან. თქვენ როგორ ფიქრობთ, უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელს შეიძლება ეს არ სცოდნოდა? როგორც კი ჩვენ მაგომედოვთან ინტერვიუ ჩავწერეთ, ეს ადამიანი გაქრა, თბილისში კაკაბაძის ქუჩიდან რომ გაქრა ამ ადამიანზე მაქვს საუბარი“, - განაცხადა მთივლიშვილმა.
შეგახსენებთ, 24 წლის მაგომედ მაგომედოვი თბილისიდან 2013 წლის 19 აპრილს გაუჩინარდა. კაკაბაძის ქუჩაძე ნაქირავებ ოთახში ის მეუღლესთან და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობდა. ოჯახის წევრების ინფორმაციით, ის სახლიდან მეჩეთში წავიდა და მას შემდეგ აღარავის უნახავს.
მასალის გამოყენების პირობები






