ამის შესახებ უმარაშვილმა გადაცემა „არჩევანში“ საუბრისას განაცხადა.
„როგორც ჩანს ეს სპონტანური გადაწყვეტილება იყო. ალბათ გაფრთხილებულები იყვნენ, რომ ამაზე არაფერი ეთქვათ. მე ბოლო პერიოდში ვერაფერს ვატყობდი, რომ მსგავსი გადაწყვეტილების მიღებისკენ იყო გადახრილი. როგორც ვიცი, ისინი ეკონომიკური მდგომარეობის გამო არ აპირებდნენ იქ წასვლას, არამედ მათ სურდათ ღმერთის გზას დადგომოდნენ. როგორც ჩანს ისინი გამუდმებით უყურებდნე ფირებს, სადაც აღბეჭდილი იყო თუ, როგორ კლავდნენ რადიკალი ისლამისტები არაეთნიკური რასის წარმომადგენლებს. ისინი სულ ამბობდნენ, რომ არანაირი განსხვავება არ არის, სად წახვალ საომრად, მთავარია ღმერთის გზას დაადგეო“, - ამბობს უმარაშვილი.
კუშტანაშვილის მეგობარი ეჭვობს, რომ ამ ყველაფრის უკან ერთ-ერთი ისლამური დაჯგუფების ლიდერი თარხან ბათირაშვილი იდგეს, რომელიც წარმოშობით პანკისიდან არის.
„სოფელში თვლიან, რომ არსებობს ადამიანი, ვინც ამ ყველაფრის უკან დგას. შეიძლება ეს იყოს პიროვნება, რომელიც უცხოეთიდან იღებს თანხას, რომლითაც აკეთებს საბუთებს, რომ მოსწავლეები სირიის საზღვარზე უკანონოდ გადავიდნენ. შეიძლება იყვნენ ცალკეული პირები. შესაძლოა ამ ყველაფრის უკან თარხან ბათირაშვილის იდგეს, შეიძლება პირდაპირ არ იღებდეს დავალებას, შეიძლება გადამისამართება ხდებოდეს. ამ შემთხვევაში ფულით გატყუებას არა მგონია ადგილი ჰქონდეს. ამ არასრულწლოვანების ოჯახს ეკონომიკური კრიზისი არ აქვთ. მათზე ვიდეობმა და ფირებმა იმოქმედეს და გარკვეული მოწოდებების შედეგად იქნენ გაწვეული სირიაში“, - განაცხადა კუშტანაშვილის მეგობარმა.
მასალის გამოყენების პირობები






