პანკისიდან სირიაში წასული არასრულწლოვანი მუსლიმ კუშტანაშვილის ბებია შარიათ წინწალაშვილი ჰყვება, თუ როგორ მოხდა მისი შვილიშვილის მიყვანა აეროპორტამდე.
გადაცემა „არჩევანში“ წინწალაშვილმა განმარტა, რომ მოზარდები თბილისის აეროპორტში ტაქსით წაიყვანეს.
„არ ვიცი იძულებით გაუშვეს თუ არა. თუმცა ჩემი შვილიშვილი 16 წლის არ არის და თავისით როგორ წავიდოდა, თუ აქ არ დაიგეგმა ყველაფერი. როგორ გაატარეს არასრულწლოვანი საზღვარზე? აქედან ტაქსით გაუშვიათ, აეროპორტში დახვდნენ ალბათ და იქიდან გააპარეს. ბავშვის მამამ ტაქსისტები მოძებნა და დაკითხა, მათ უთქვამთ ეს ინფორმაცია. თბილისის აეროპორტამდე მიუყვანიათ ბავშვები ტაქსის მძღოლებს. მოზარდები ჩვენთან ამ თემაზე საერთოდ არ საუბრობდნენ. მასწავლებები კი გვეუბნეოდნენ, რომ ბოლო ორი კვირაა სკოლას აცდენენო. ალბათ ამიტომ აცდენდნენ სკოლასაც. დედამ ამის გამო შვილს საყვედურიც უთხრა. როდესაც წავიდნენ გავიგე, რომ ჯოყოლოსკენ გადადიოდნენ და იქ ხვდებოდნენ ვიღაცეებს. არ ვიცი ვის ხვდებოდნენ“, - განაცხადა წინსილაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






