ხელისუფლება ქვეყანას ფეოდალიზმში დააბრუნებს - ზაზა ხატიაშვილი საკანონმდებლო ინიციატივაზე
პოლიტიკა - 20:30, 14 Apr, 2015     1474
,,საქართველოს ადვოკატთა ასოციაცის“ თავმჯდომარე „ადვოკატთა შესახებ“კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშრებით განხცხადებას ავრცელებს. ზაზა ხატიაშვილი მიიჩნევს, რომ მსგავსი ცვლილება ქვეყანას მოუსპობს განვითარების შანსს და დააბრუნებს ფეოდალიზმში.

,,2015 წლის 6 აპრილს ქალბატონ მანანა კობახიძის ხელმოწერით დარეგისტრირდა პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება, საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა „ადვოკატთა შესახებ“კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე. ყოფილი ადვოკატი, ქალბატონი მანანა კობახიძე მიუთითებს, რომ „ადვოკატთა შესახებ“ კანონში ,,სისხლის სამართლის“კოდექსში და ,,უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების თაობაზე, რომელიც განხილული უნდა იქნეს დაჩქარებული წესით პარლამენტის ერთ სხომაზე ორი მოსმენით“ - აცხადებს ხატიაშვილი.

მისივე თქმით, ცლილებასთან დაკავშირებულ დისკუსიაში ადვოკატთა ასოციაციას მონაწილეობა არ მიუღია.

საქართველოს მთავრობამ ცვლილება ისე შეაპარა „ადვოკატთა შესახებ“ კანონში პარლამენტში, რომ არ გამოიტანა სადისკუსიოდ, არ მიგვაღებინა მონაწილეობა ადვოკატთა ასოციაციას რაც ავტორიტარული რეჟიმისთვის დამახასიათებელი მოვლენაა. წარმოდგენილი ცვლილების თანახმად, ადვოკატი მოვალე ხდება შეასრულოს „ უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი მოთხოვნები“ - აცხადებს ხატიაშვილი.

ამასთან ერთად ხატიაშვილი იმ ცვლილებებზეც საუბრობს, რომელიც სისხლის სამართლის კიდექსში და „უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში შედის, სადაც საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური ითავსებს პროკურორის და სასამართლოს ფუნქციებს, ხატიშვილი ამბობს, რომ ცვლილება ხელს შეუშლის ინვესტორების შემოსვლას საქართველოში, რაც კატასტროფის მომტანი შეიძლება გახდეს ქვეყნის განვითარებისთვის.

,,დღეს, ქობულეთში 2014 წლის 14 აპრილს ჩვენი ყოფილი კოლეგის ქალბატონი ეკატერინე ბესელიას კომიტეტმა განიხილა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა და მიიჩნია, რომ წარმოდგენილი ცვლილებები კარგია, რომ ადვოკატებთან მიმართებაში არანაირი უფლებები არ ირღვევა.

„უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის აღკვეთისხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში შემოდის ახალი 10 მუხლის 3 ნაწილი რომლის მიხედვით საეჭვო გარიგების შეჩერების მიზნით, ფინანსური მონიტორინგის სამსახური აღარ მიმართავს სასამართლოს და პირადად მიმართავს მონიტორინგის განმახორციელებელ პირს ნებისმიერი საეჭვო გარიგების შეჩერების მიზნით. ეს არის ფეოდალური ცვლილება, ვინაიდან კანონპროექტის მიხედვით, ფინანსური მონიტორინგის სამსახურს უფლება აქვს ზეპირად მოსთხოვოს (მაგალითად ტელეფონით დაურეკოს) ადვოკატს კლინეტთან დადებული გარიგების შეჩერება რაც პირდაპირ უხეში ჩარევაა ადვოკატსა და კლიენტს შორის არსებულ ურთიერთობებში. სისხლის სამართლის კოდექსში წარმოდგენილი ცვლილების მიხედვით, თუ ადვოკატი თავის კლიენტს მიაწვდის ინფორმაციას ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერდაინტერესების თაობაზე, მას დაეკისრება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.

ზემოთაღნიშნული ცვლილება, ჩემი აზრით, მიმართულია ორი მიზნისკენ, გაანადგურონ თავისუფალი პროფესია ,,ადვოკატი“ და წინასაარჩევნოდ პოლიტიკურ პარტიებს მოუსპონ არჩვენებზე გასვლის ყველანაირი ფინანსური საშუალება, ვინაიდან მაჟორიტარელი არჩევნების პირობებში ფულიანი ბიძები გადაწყვეტენ არჩევნების ბედს. ხელისუფლებამ ბოლო გამოკითხვების შემდეგ, იპოვა გამოსავალი აზრი დაუკარგოს არჩევნებს და ფინანსური მონიტორინგის სამსახურს ანიჭებს უფლებას სასამართლოს გარეშე შეაჩერონ ნებისმიერი გარიგება, რაც გამოიწვევს ძალიან ცუდ შედეგს ქვეყნის განვითარებაში. მაინტერესებს საპარლამენტო უმრალესობაში თუ აღმოჩნდებიან დეპუტატები ვინც წინ აღუდგებიან ქვეყნის განვითარების შეჩერებას“ - აცხადებზ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42