,,საბჭოთა უშიშროების დარად ეროვნული მოძრაობის ,,გაშავება“, ამორალურია“ - გურამ ჩახვაძე ,,ღირსების სასამართლოს“ შესახებ
პოლიტიკა - 19:13, 14 Apr, 2015     2215
,,ღმერთმა დაგვიფაროს და დღეს რომ ისევ საბჭოთა კავშირი იყოს, დარწმუნებული ვარ, ბევრ დღევანდელ დემოკრატსა თუ ლიბერალს კომპარტიის აქტივისტების რიგებში ვიხილავდით", - ე.წ. ღირსების სასამართლოს კადრების ტელევიზიით გაშვებას ეხმაურება ,,ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი გურამ ჩახვაძე, რომელიც 80-იანი წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობისა და იმ პერიოდის მოვლენების უშუალო მონაწილე იყო.

ჩახვაძე მიიჩნევს, რომ კომუნისტური მმართველობის მსგავსად მისი გაშვება ქვეყნისთვის საზიანოა. მისივე თქმით, მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, მომავალმა თაობამ უნდა იცოდეს, რომ ეროვნული მოძრაობის ლიდერებმა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის საკუთარი სიცოცხლე სასწორზე დადეს.

,,აღნიშნული ჩანაწერის გასაჯაროება არ უნდა მომხდარიყო, რადგან შეხვედრის ორი ვიდეო კამერით გადაღება შეთანხმებისამებრ განკუთვნილი იყო ეროვნული მოძრაობის, ასე ვთქვათ შიდა მოხმარებისთვის. ფაქტია, საბჭოთა უშიშროების სამსახურმა იმუშავა. კომუნისტურმა ხელისუფლებამ ჩანაწერის კრიმინალური გარჩევის შეფერილობით დამონტაჟებით და ტელევიზიით გაშვებით დააპირა დამოუკიდებლობის იდეისა და ეროვნული მოძრაობის დისკრედიტაცია, თუმცა უშედეგოდ. დღესაც, ამგვარი ფორმით ამ თემის წამოწევა, ჩემი აზრით ნებსით თუ უნებლიედ იგივე მიზანს ემსახურება.

ახალგაზრდა თაობამ უნდა იცოდეს, რომ მაშინ ეროვნულ მოძრაობაში კამათის, ზოგჯერ ჩხუბის მიზეზი იყო არა რაიმე მატერიალური სიკეთის, ან სახელისუფლო სკამების განაწილება არამედ ერთადერთი რამ, თუ როგორ მომხდარიყო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა. დახურულ კარს მიღმა, როცა საქმე ეხება შენი ქვეყნის ბედს ემოციებისაგან დაზღვეული არავინაა და არც შეცდომებისაგან. არა ვარ მომხრე ეროვნული მოძრაობის გაიდიალების, მაგრამ პრინციპულად მიუღებელია კომუნისტური მმართველობის დარად მისი ”გაშავება”. ეს არამარტო ამორალურია, არამედ არც ქვეყნის აწმყოსა და მომავლისთვისაა სიკეთის მომტანი.

ახალგაზრდა თაობამ ასევე უნდა იცოდეს, რომ ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლებმა, მიუხედავად სხვადასხვა პოზიციისა, საქართველოს დამოუკიდებლობისათვის სასწორზე დადეს არამარტო საკუთარ თავისუფლება (მაშინდელი საბჭოთა კანონმდებლობით კომუნისტური რეჟიმის წინააღმდეგ გამოსვლა დასჯადი იყო), არამედ სიცოცხლეც, რისი მომსწრენიც სამწუხაროდ გავხდით.

ღმერთმა დაგვიფაროს და ერთი წამით რომ წარმოვიდგინოთ, რომ დღეს ისევ საბჭოთა კავშირია, დარწმუნებული ვარ, ბევრ დღევანდელ დემოკრატსა თუ ლიბერალს კომკავშირის ან კომპარტიის აქტივისტების რიგებში ვიხილავდით“ - განაცხადა გურამ ჩახვაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42