თემურ ჩხაიძე:"ძალიან დაღლილი ვიყავი... ღამე იყო და ვერ დავინახე"
პოლიტიკა - 18:53, 14 Apr, 2015     5418

ლანჩხუთის მაჟორიტარი დეპუტატი ,,გურიის მოამბე" სთან საუბრისას, ბოლოდროინდელ სკანდალს იხსენებს, რომელშიც მისი სახელი ფიგურირებდა.

დეპუტატი იმ საბედისდისწერო დღეს იხსენებს როცა, ის საკუთარ ავტომანქანაზე საჭესთან მჯდომი, ფეხით მოსიარულეს დაეჯახა:

"ინციდენტი შებინდებისას მოხდა, საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დამთავრდა. ადამიანები ვართ და რაღაც დამემართა. გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს ნასვამი ვიყავი არასწორია. მარხვაზე ვიყავი და მითუმეტეს ბოლო კვირა ვნების კვირა იყო. ძალიან დაღლილი ვიყავი და მოხდა ისე, რომ ღამე იყო და ვერ დავინახე, რადგან მხედველობის პრობლემა მაქვს. ამიტომ ყოველთვის ვცდილობ იმას, რომ ღამე არ მომიწიოს მგზავრობა. საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დამთავრდა და დღეს პაციენტი კარგად არის" - იხსენებს თემურ ჩხაიძე.

პარლამენტარმა კომენტარი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის განცხადებაზეც გააკეთა :"სხვა რაღაცაზე იყო საუბარი. კერძოდ ჩაშლილ ტენდერებზე.

ჩვენ ამ რამდენიმე დღის წინ ვიყავით კაჯრეთში შეხვედრაზე, სადაც პარტიის წევრების გადახალისება მიმდინარეობდა და იქ პრემიერმა ლანჩხუთი მოწინავე რაიონებს შორის დაასახელა. იგივე ინფრასტრუქტურული პროექტების კუთხით, სადაც ჩაბარების ხარისხი არის ძალიან მაღალი. მოვა დრო და ყველა დაინახავს, რომ ჩვენთან ბევრი სასიკეთო საქმე კეთდება"თქვა დეპუტატმა.

ცნობისათვის-ნასვამი პარლამენტარი მოქალაქეს დაეჯახა და მიიმალა

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ლანჩხუთის მაჟორიტარი დეპუტატი, თემურ ჩხაიძე, წუხელ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლესაში, ამავე სოფლის მკვიდრს, ზვიად ფუტკარაძეს დაეჯახა და ადგილიდან მიიმალა.

დაზარალებული ლანჩხუთის მედალფას კლინიკაში მოათავსეს.

როგორც "გურიის მოამბეს" კლინიკის მენეჯერის მოადგილემ , რევაზ კვერენჩხილაძემ განუცხადა, ფუტკარაძე უკვე საავადმყოფოდან გაწერილია, მისი შემოყვანის მიზეზი ავტოსაგზაო შემთხვევა გახდა.

ოფიციალურად ინფორმაციას, რომ მანქანას, რომელიც მოქალაქეს დაეჯახა, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი დეპუტატი მართავდა, სოფლის მოსახლეობა ავრცელებს.

ჩხაიძე ტელეფონის ზარებს არ პასუხობს.

ინფორმაცია აღნიშნული ფაქტის შესახებ "გურიის მოამბეს" დღეს, ადრე დილით, ლანჩხუთიდან მოაწოდეს.

რედაქცია იმ წუთში ვე სოფელ ლესის მაჟორიტარს, ელისო ჭიჭინაძეს დაუკავშირდა:"ხო, გასაგებია, თქვენ ვინ ბრძანდებით?... ვერაფერს ვერ გეტყვით, მე ახლა წამოვედი მედალფას კლინიკიდან და არ ვიცი მდგომარეობა, იქნებ მენეჯერს დაუკავშირდეთ. ავტოსაგზაო შემთხვევა? არ ვიცი არაფერი გამიგია"-გვპასუხობდა ლანჩხუთის საკრებულოს წევრი.

რედაქცია შემდეგ ლანჩხუთის ე.წ. "ძველ საავადმყოფოს" ხელმძღვანელობას დაუკავშირდა:"გუშინ ჩვენთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზარალებული არ შემოუყვანიათ"-გვიპასუხეს საავადმყოფოში.

"გურიის მოამბე" მედალფას კლინიკის პერსონალს დაუკავშირდა:"ჩვენ ვერაფერს გეტყვით, იქნებ მენეჯერს დაუკავშირდეთ"-იყო პასუხი.

დაუკავშირდით კლინიკის მენეჯერს:"იცით მე თვითონ მაქვს ხელი მოტეხილი და არაფერი არ ვიცი, იქნებ ჩემს მოადგილეს დაუკავშირდეთ"-და გვაძლევს მისი მოადგილის ნომერს:-ნომერი არ ფუნქციონირებს.

ერთერთი თანამშრომლიდან მოვიპოვეთ მენეჯერის მოადგილის ნომერი:"იცით წერილობით უნდა მომმართოთ და გადავწყვეტთ გიპასუხოთ თუ არა"-გვიპასუხა მოადგილემ.

"გურიის მოამბე" "რას ამბობთ? ასეთი რამ პრაქტიკაში არ ყოფილ-ჩვენ გვაინტერესებს დაზარალებულის მდგომარეობა მხოლოდ და მიზეზი რის გამოც მოიყვანეს კლინიკაში"

მენეჯერის მოადგილე:"მოგვმართეთ წერილობით"

"გურიის მოამბე""ახლავე დავუკავშირდებით თქვენს ხელმძღვანელობას"

მენეჯერის მოადგილე:"მოიცათ, მოიცათ, ზვიად ფუტკარაძე შემოიყვანეს გუშინ, დაზიანებები მიყენებული ჰქონდა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, გაეწია შესაბამისი მკურნალობა და გაწერილია ბინაზე, იმყოფება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ".

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროდან გვაცნობეს, ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე დაწეყებულია გამოძიება სსკ-ის 276 მუხლით.


წყარო: გურიის მოამბე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42