ქართულ ენას არ ემტერებიან, პრობლემებია ისტორიის და გეოგრაფიის სახელმძღვანელოებზე - ზაქარეიშვილი
პოლიტიკა - 17:04, 14 Apr, 2015     1390

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ გალში ქართული ენის სწავლების აკრძალვაზე საუბარი არ არის.

ამის შესახებ ზაქარეიშვილმა „ნიუპოსტთან“ საუბარში განაცხადა.

მისი თქმით, ის ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული სკოლების დირექტორებს და მასწავლებლებს ესაუბრა, რომლებმაც დაუდასტურეს, რომ მსგავსი პრობლემა არ არსებობს.

„ჩვენ ვესაუბრეთ მასწავლებლებსაც, დირექტორებსაც და ყველა ამბობს, რომ ქართული ენის სწავლების აკრძალვაზე საუბარი არ ყოფილა. ამიტომ კარგი იქნება, თუ ის მასწავლებლები, ვისაც თქვენ ესაუბრებით, ჩამოვლენ და ჩვენც დაგვლაპარაკებიან. ჩემთან შეხვედრის პრობლემა არ არსებობს. ვისაც ჩვენ ველაპარაკებით, ყველა ცალსახად ამბობს, რომ ქართული ენის სწავლების აკრძალვაზე საუბარი არ არის. სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება ამ თემაზე. თუ არიან ადამიანები, ვინც გალის რაიონში ცხოვრობენ, მათ აქვთ კონტაქტები სკოლებთან და აქვთ სურვილი ინფორმაცია მომაწოდონ, მე მზად ვარ, ჩავიდე ზუგდიდში და დაველაპარაკო მათ. 20 წელია, ამ სფეროში ვმუშაობ და ჰიპოთეტურ მოსახლეობაზე დაყრდნობით მათი სახელით ბევრი ცრუ ინფორმაცია მომისმენია. მინდა გავიგო, ვინ არის ინფორმაციის გავრცელების პირველი წყარო. არ არსებობს გალელი, რომ მე არ მიცნობდეს და არ მენდობოდეს. თუ ანონიმურად ახერხებენ პრესისთვის ინფორმაციის მიწოდებას, ჩვენამდე ან განათლების სამინისტრომდე რატომ ვერ ახერხებენ ინფორმაციის მოტანას?" - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

რაც შეეხება აფხაზეთში არსებულ სკოლებში ისტორიის სახელმძღვანელოს შეცვლას, ზაქარეიშვილი ადასტურებს, რომ ეს პრობლემა გალში ნამდვილად არსებობს.

„რაც შეეხება სახელმძღვანელოებს, ამაზე საუბარი ნამდვილად არის. უნდათ, რომ ჩაანაცვლონ თბილისში დაბეჭდილი სახელმძღვანელოები მოსკოვში ან სოხუმში დაბეჭდილი სახელმძღვანელოებით. არსებობს პრობლემა და მასზე მუშაობა მიდის, მაგრამ ენის შესწავლის აკრძალვის საფრთხე ვერავინ დაადასტურა. კიდევ ერთხელ ვამბობ, დღეს გვაქვს ინფორმაცია, რომ ქართულ ენას არ ემტერებიან. პრობლემებია ისტორიის და გეოგრაფიის სახელმძღვანელოებზე. ამ პრობლემის მოგვარებაში ჩართული არიან საერთაშორისო ორგანიზაციები და გვაქვს ხედვები, თუ როგორ გამოვიდეთ მდგომარეობიდან“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.


ნინო დათაშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42