ნინო ჭავჭავაძე: ვითხოვთ, შსს-მ საჯარო გახადოს ,,ღირსების სასამართლოს“ ის მასალა, რომელიც 1989 წელს ტელევიზიით გადაიცა
პოლიტიკა - 16:33, 14 Apr, 2015     4969
დამაფიქრებელია თავისუფალი ტელეკომპანიის ინტერესი, „ღირსების სასამართლოს" შესახებ ინფორმაციას ზუსტად ისევე გააშუქოს, როგორც 26 წლის წინ კომუნისტური ტელეკომპანია აშუქებდა.

ეს განცხადება დღეს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჭავჭავაძის შვილმა გააკეთა. ნინო ჭავჭავაძე შს სამინისტროსგან იმ მასალის გასაჯაროვებას ითხოვს, რომელიც 1989 წელს გადაიცა მაშინდელი სახელმწიფო ტელევიზიით.

„ჩვენი ოჯახი ცდილობდა, თავი შეეკავენინა განცხადებებისგან, მაგრამ ასეთ დროს თვალის დახუჭვა უპასუხისმგებლობას ნიშნავს. დიდი ინტერესი გამოიწვია youtube-ზე ატვირთულმა ე.წ. ღირსების სასამართლოს სრულმა ვერსიამ. ეს ვიდეომასალა ინტერესს რომ იწვევს, არავის გვიკვირს, რადგან ხალხს მიეცა საშუალება, ენახა იმ შეხვედრის ამსახველი სრული ვიდეოფირი, რომელიც კომუნისტებმა 1989 წლის იანვარში დამონტაჟებული აჩვენეს მაყურებელს. მაშინ სახელმწიფო არხით ამ ყველაფრის ჩვენება რას ემსახურებოდა, ყველასთვის ცხადია. სამწუხარო და დამაფიქრებელია დღეს დამოუკიდებელი ტელეკომპანიების ინტერესი, მაყურებელს მიაწოდონ ინფორმაცია ისეთივე სახით და ისეთივე გაუგებარი სახით, როგორც ეს კომუნისტებმა 26 წლის წინ გააკეთეს. youtube-ზე ორივე მხარის მიერ გადაღებული ფირებია ატვირთული. დაინტერესებული ადამიანების ნაწილი გაეცნო ამ სრულ ვერსიებს და დასკვნებიც თავად გამოიტანეს. ვფიქრობთ, 26 წელი საკმარისი დროა ისტორიული დასკვნების გამოსატანად, მაგრამ არა იმ ფორმით, როგორც ეს ე.წ. დამოუკიდებელმა ტელევიზიებმა წამოიწყეს.

ამასწინ ახალი განცხადება მოვისმინე ფირის კრიმინალური გზით მოპოვების შესახებ. იმისთვის რომ ზედმეტ კითხვა-პასუხს ადგილი არ ჰქონდეს, ვთხოვთ შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივს, საჯარო გახადოს ზუსტად ის მასალა, რომელიც 1989 წლის იანვარში გადაიცა მაშინდელი სახელმწიფო ტელევიზიით.

მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ, გია ჭანტურიამ ტელევიზიით საჯაროდ მოიხადა ბოდიში ზურაბ ჭავჭავაძის შეურაცხყოფისთვის. მამუკა გიორგაძემ განაცხადა, რომ მაშინ ახალგაზრდები იყვნენ და სისხლი უდუღდათ. 26 წლის შემდეგ იმ შეხვედრის მონაწილეები, იმედია, ხვდებიან, რა იყო შეცდომა და როდის დაუშვეს ეს შეცდომები", - განაცხადა ნინო ჭავჭავაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42