,,ღირსების სასამართლო“ - რა იყო წინაპირობა და რას ემსახურებოდა მისი გავრცელება
პოლიტიკა - 16:14, 14 Apr, 2015     6093
რას ასახავს რეალურად ,,ღირსების სასამართლოს” კადრები და რა იყო მისი წინაპირობა? როგორ მოხვდა ეს ვიდეოჩანაწერი ზაქარია ლაშქარაშვილის ხელში და რას ემსხურებოდა მისი გავრცელება?

„რეპორტიორს" მამუკა გიორგაძე ესაუბრა:

,,თავის დროზე, როცა ეს შეკრება იგეგმებოდა, შეხვედრის მონაწილეები შევთანხმდით, რომ ამ ყველაფერს ვიდეოკამერა გადაიღებდა, რადგან ასე სტენოგრამა რთული განსახორციელებელი იქნებოდა და თუ შიდა საქმეების გასარკვევად დაგვჭირდებოდა, გვექნებოდა დოკუმენტი. შეხვედრის გადაღება ყველასთვის მისაღებ პიროვნებას - გოგა ხაინდრავას ვთხოვეთ. შეხვედრა რომ დაიწყო, ჩვენთან აღმოჩნდა მეორე ოპერატორიც, რომელიც მოიყვანა ჩვენმა მოწინააღმდეგე მხარემ - ორივე მხარეს ჩვენ-ჩვენი ჩანაწერი გვქონდესო. ამან თავიდანვე დაძაბა სიტუაცია, თუნდაც იმიტომ, რომ ეს ოპერატორი ჩვენთვის უცნობი იყო და ინფორმაციის გატანის საფრთხე იზრდებოდა. შეხვედრა გადაიღო ორივე ოპერატორმა. ამის მერე იმ კასეტაზე, რომელიც ხაინდრავამ გადაიღო, პასუხისგებლობა მე დამეკისრა, ხოლო იმ მეორე კასეტაზე პასუხისგებლობა დაეკისრა მეორე მხარეს“ - აცხადებს გიორგაძე, რომლის თქმითაც აღნიშნული კასეტა მეორე დღესვე უშიშროებაში აღმოჩნდა.

,,კიდევ უფრი დაძაბა სიტუაცია ჩვენს შორის. ერთი კასეტა იყო ჩემთან, ის არ უნახავს არავის და იყო, როგორც იტყვიან, „დაძინებული". რამდენიმე დღის წინ ეს კასეტა გახდა საჯარო“ - ამბობს მამუკა გიორგაძე.

მისი თქმით, საკითხი პროკურატურამ უნდა გაარკვიოს.

,,ორი ვერსია მაქვს, ან ჩემი კომპიუტერიდანაა მოპარული, ან ფიზიკურად სადაც ვინახავდი - აღებული, წაღებული და გადაწერილი. ამ ფირის ადგილმდებარეობის შესახებ მარტო მე ვიცოდი. დავურეკე ზაქარია ლაშქარაშვილს, რომელმაც მითხრა, ვინ მიაწოდა მას. მერე იმას დავუკავშირდი, ვინც ლაშქარაშვილს მიაწოდა, ის ცოტა დაიბნა, მითხრა, გნახავ და გეტყვიო... ჩვენ ჩვენი არხებით გავაგრძელებთ ძებნას, მაგრამ ეს უპირველესად არის ხელისუფლების პრობლემა, საზოგადოებას ნდობას უკარგავს. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანაში არ არის დაცული პიროვნება, მისი კერძო ინფორმაცია.

ისე კი, უნდა აღვნიშნო, რომ ის შეხვედრა ზაქარია ლაშქარაშვილის გამო შედგა მაშინ და ახლაც, ეს ფირი, ამ ადამაინის აქტუალიზაციისთვის იქნა გამოყენებული. როგორც ზემოთ ვთქვი, მას სურდა საკუთარი თავის და იდეების აქტუალიზაცია და 26 წლის მერეც კი, მომხდარიყო დისკრედიტაცია ეროვნული მოძრაობის ლიდერთა და ზოგადად იდეისა, იმიტომ, რომ ამ კასეტას თუ არ წაუმძღვარებ, რა არის ეს, რეალობისგან განსხვავებულ შთაბეჭდილებას ტოვებს“ - აცხადება მამუკა გიორგაძე.

ოს, თუ რა იყო ამ ყველაფრის წინაპირობა, მამუკა გიორგაძე ამბობს, რომ ეს იყო შიდა მოხმარებისთვის გადაღებული ფირი, რომელიც 1988 წლის ნოემბრის ცნობილ აქციას უკავშირდებოდა.

,,ეს შეხვედრა უკავშირდება 1988 წლის აქციას, რომლის თაობაზეც მწირი ინფორმაცია აქვს ახალგაზრდობას. ამ დროს საზოგადოება დგას არჩევანის წინაშე - ერთი მხრივ არის ეროვნული მოძრაობა, დიდი საზოგადოებრივი მხარდაჭერით და მეორე მხრივ დგას საბჭოთა ხელისუფლება, რომელიც აკონტროლებს სიტუაციას. ამ დროს საქართველოს სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ალექსი ინაურია, კაცი, რომლის სახელიც თავზარს სცემდა მთელ საბჭოთა კავშირში დისიდენტებს. არის ეს ორი ძალა, ფაქტობრივად, ინიციატივას არავინ იღებს, ხელისუფლებას არ აქვს გადაწყვეტილი, რეპრესიებში გადაზარდოს საქმიანობა, ჩვენც ვერ ვიღებთ ბევრ რამეს ჩვენს თავზე და ამ დროს მოხდა გარღვევა - თბილისში დაიწყო ძალიან „თავხედური" აქცია. 62 ადამიანი დაჯდა საშიმშილოდ და ხელისუფლებას გამოუცხადა, ჩამოყალიბდით - ან წადით რეპრესიების გზით და თუ დემოკრატიის გზით აპირებთ წასვლას, მაშინ კეთილი ინებეთ და საქართველოს კონსტუტუციაში რომ შეგაქვთ ცვლილება, რომლის მიხედითაც საქართველოს არ ექნება საბჭოთა კავშირიდან თავისუფლად გამოსვლის საშუალება, აი ამაზე თქვით უარი. ეს იყო აქციის შინაარსი... როგორია, ერთი მხრივ ეჭიდავე თბილისის პოლიციაში რომან გვენცაძეს და მეორე მხრივ ცეკას იდეოლოგიურ მდივანს ნუგზარ ფოფხაძეს. არ იყო მარტივი, მით უმეტეს, როცა მათ უკან იდგა ალექსი ინაური მთელი თავისი აპარატით. დაძაბულობა გაგრძელდა სამი დღის განმავლობაში და ამ სამი დღის მერე, ხელსუფლების მხრიდან, უცებ მოიხსნა დაპირისპირება. ჩვენ ვერ გავიგეთ, რა მოხდა, როგორ, მაგრამ მივხვდით, რომ ეს იყო ჩვენი გამარჯვება და აქცია დასრულდა 29 ნოემბერს, როგორც გამოცხადებული გვქონდა - წარმატებით. შედეგს მივაღწიეთ და ის საკითხი, რაზეც ვედავებოდით ხელისუფლებას, ამოღებულ იქნა კონსტიტუციიდან.

29 ნოემბერს ყველა პოლიტიკური ძალა ვიყავით ერთად, ხელისუფლება არ იყო აგრესიული და ჩვენ შევთანხმდით, რომ 29 ნოემბერი გამოგვეცხადებინა ეროვნული თანხმობის დღედ, იმიტომ, რომ ამ დღეს ყველა ვიყავით ერთად. კომუნისტურმა რეჟიმმა დაინახა, რომ ინიციატივა ჩვენს ხელთაა, რაც მათ არ აწყობდათ. ალექსი ინაური გადადგა. ამით, ფაქტობრივად დასრულდა საქართველოს ისტორიის ერთი ეტაპი“ - იხსენებს გიორგაძე.

მამუკა გიორგაძე ამბობს, რომ ამ ვითარებაში ხელისუფლება კონტრღონისძიებისთვის ემზადებოდა. კერძოდ, მათი მიზანი იყო როგორმე მოეხერხებინათ ინიციატივააღებული ეროვნული მოძრაობის შეჩერება.

,,ძალისმიერ მომენტებს ვერ გამოიყენებდა. ასეთ ვითარებაში მოიძებნა მექანიზმი, რომ როგორმე მოეხდინათ ეროვნული მოძრაობის იდეის დისკრედიტაცია და ამ ჩანაწერის ფრაგმენტები იქნა გაშვებული. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ცეკაშიც იყვნენ ჭკვიანი ადამიანები, რომლებიც ეუბნებოდნენ - ნუ გაუშვებთ ამ ჩანაწერებს, მარტო ერთჯერად შედეგს მოგიტანთო. მაგრამ მაინც აჩვენეს ჩანაწერები ტელევიზიით.

ამ ჩანაწერების გავრცელების მერე, საბოლოოდ გაიყო ეროვნული მოძრაობა, უკვე დადასტურებულიც იყო, რომ ამ მოძრაობის ერთი ნაწილი თანამშრომლობდა ხელისუფლებასთან. ბუნებრივია, ეს არ ეხებოდა თამრიკო ჩხეიძეს. მიუხედავად იმისა, რომ მას ხშირად ჰქონდა განსხვავებული პოზიცია, ვერასდროს ვერ ვიფიქრებ, რომ მან თუნდაც გაუცნობიერებლად ითანამშრომლა ხელისუფლებასთან“ - აცხადებს გიორგაძე.

ის, თუ რატომ ჰქვია ამ ჩანაწერს „ღირსების სასამართლო" - მამუკა გიორგაძე განამრტავს, რომ იმ პერიოდში რამდენიმე ასეთი სასამართლო გაიმართა. ,,რადგან ჩვენ ვერ მივმართავდით სასამართლოს, სხვა სამართალდამცავ უწყებებს, აღვადგინეთ ის, რაც თავის დროზე იყო შიდა საზოგადოებისთვის. ნეიტრალურ პირებთან ერთად ვარჩევდით გარკვეულ საკითხებს. დღეს რომ პოლიტიკურ კულტურაზე საუბრობენ - ჩვენს დროს თავისუფლად შეგვეძლო, შევხვედროდით ერთმანეთს ცალკე, დავხვედროდით ქუჩაში... გაწერელიას სახლში თუ ვიჩხუბე, ქუჩაში უფრო არ ვიჩხუბებდი?! შეგვეძლო, ვიღაცისთვის თავში ჩაგვერტყა აგური, გამოგვეყენებინა იარაღი.

ეს ყველაფერი არის ჩვენი ისტორია, რომლიც საჭიროებს ახსნას, ანალიზს, ამიტომ იცოდეს „იმედის" ხელმძღვანელობამ, რომ მათ მოპარული, კრიმინალური მასალა გააშუქეს! დიახ, უნდა იცოდეს „იმედის" ხელმძღვანელობამ, რომ არ შეიძლება უკანონოდ მოპოვებული მასალის გაშვება!

ერთია, როცა ინტერნეტსივრცეში ხდება მასალის გაშვება და მეორე, როცა ამას ტელევიზია აჩვენებს ოფიციალურად, თან კომენტარების გარეშე. ზაქარია ლაშქარაშვილი დაინტერესებული პირია, მაგრამ რა ინტერესი აქვს ჟურნალისტს, რომელსაც არც კი უცდია, რომ ვინმეს დაკავშირებოდა?! ტელევიზიით ამ მასალის წარდგენაც კი მიმართული იყო ეროვნული იდეის დისკრედიტაციისკენ“ - აცხადებს მამუკა გიორგაძე და სამართლადამცავ უწყებებს მიმართვს, გამოიძიონს ეს საქმე - ,,თუ მათი წაღებული არაა, მაშინ გაარკვიონ, რომელი ქვეყნის სპეცსამსახურების ნამოქმედარია“ - დასძენს გიორგაძე.

წყარო: reportiori.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42