საქართველოს მოქალაქეთა სერიოზულმა ნაწილმა სახელმწიფო ენა სათანადოდ არ იცის - უსუფაშვილი
პოლიტიკა - 16:04, 14 Apr, 2015     1630

„ქართული ენა ეს არის ჩვენი სახელმწიფოებრიობის, ჩვენი ეროვნულობის, ჩვენი კულტურის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ფუნდამენტი“, - ამ სიტყვებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში „დედაენის“ დღისადმი მიძღვნილ გამოფენაზე შეკრებილ საზოგადოებას მიმართა.

დღეს, 14 აპრილს “დედაენის“ დღის აღსანიშნავად, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამოფენა გაიხსნა, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად დაესწრო. ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდში დაცულ „დედაენის“ ნიმუშებთან ერთად, გამოფენილი იყო მე-12 საუკუნის ხელნაწერი სახარება, სულხან საბა ორბელიანის ხელნაწერი „სამოთხის კარი“, პირველი ქართული ბეჭდური გამოცემები და სხვა მნიშვნელოვანი ექსპონატები.

ექსპონატების დათვალიერების შემდეგ გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა სრული ელექტრონული მონაცემების ბაზის პრეზენტაცია. ბაზა შეიცავს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა მონაცემებს ამ საზოგადოების დაარსებიდან მის ლიკვიდაციამდე(1879-1927წწ).

ღონისძიების მონაწილეებს ,,დედაენის“ დღე პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა მიულოცა. მან ისაუბრა ქართული ენის როლზე , როგორც სახელმწიფოებრიობის უმნიშვნელოვანეს საფუძველზე, გლობალიზაციის პირობებში ქართული ენის წინაშე მდგარ გამოწვევებზე და ,,სახელმწიფო ენის შესახებ“ კანონპროექტზე.

აღნიშნული კანონპროექტის მიზნებზე და ამოცანებზე გამოფენაზე დამსწრე საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, ივანე კირურაძე ესაუბრა.

გამოფენის დასრულების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან ,,დედა ენის“ დღესთან და გამოფენასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

,,დღეს არის დედა ენის დღე ე. ი. დღეს არის ჩვენი სამშობლოს დღე, ქართველობის დღე, საქართველოს დღე იმიტომ, რომ ქართული ენა ეს არის ჩვენი სახელმწიფოებრიობის, ჩვენი ეროვნულობის, ჩვენი კულტურის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ფუნდამენტი. ამიტომ ყველას ვულოცავ დღევანდელ დღეს, ვულოცავ ყველას, ვინც დღეს ქართულ ენას სწავლობს - პირველ კლასელებს , ვულოცავ მათაც, ვინც არ არიან პირველ კლასში , მაგრამ ჯერ ქართული ენა სათანადოდ არ იციან. სამწუხაროდ ჩვენ გვაქვს ეს პრობლემა. საქართველოს მოქალაქეთა სერიოზულმა ნაწილმა სახელმწიფო ენა, ქართულ ენა ჯერ სათანადოდ არ იცის და ამას სჭირდება სერიოზული სახელმწიფოებრივი მზრუნველობა. დღეს, ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზებში ვიხილეთ ძალიან საინტერესო გამოფენები როგორც ხელნაწერი მემკვიდრეობიდან, რომელთა შორის ყველაზე ადრეული მე-13 საუკუნის ხელნაწერია, ასევე იმ პერიოდიდან , როდესაც ბეჭდური სახით გამოიცა წიგნები. გვაქვს დედა ენის ისტორია დაწყებული იაკობ გოგებაშვილის პირველი წიგნიდან დამთავრებულ დღევანდელი, თანამედროვე გამოცემებით . ეს ძალიან მდიდარი ისტორიაა ჩვენი ენის, რომელსაც სჭირდება ძალიან დიდი ყურადღება დღეს, იმიტომ, რომ ახალი გამოწვევები აქვს დღეს ქართულ ენას გლობალოზაციის, ინტერნეტიზაციის , კომპიუტერიზაციის ეპოქაში. ძალიან მნშვნელოვანია , რომ ჩვენ მოვახერხოთ ფეხი ავუწყოთ თანამედროვე გამოწვევებს. ეროვნული ბიბლიოთეკა და ბევრი სხვა დაწესებულება ძალიან სერიოზულ საქმეს აკეთებს ამ მიმართულებით. ჩვენ. საქართველოს პარლამენტიც, ვცდილობვთ ხელი შევუწყოთ ამ ყველაფერს . პარლამენტში იხილება სახელმწიფო ენის შესახებ კანონპროექტი რომელიც არავის და არაფრის დასჯას არ ითვალისწინებს, როგორც ამის თაობაზე არასწორად გავრცელდა ინფორმაცია . ამ კანონის ამოცანა იქნება ქართული ენის გამდიდრება და დაცვა, იმ ღონისძიებების საკანონმდებლო დონეზე ასახვა , რაც აუცილებელია და რაც ტარდება ყველა სახელმწიფოში . ეს კანონი არავისთვის იქნებაზედმეტი ტვირთი, მათ შორის ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებისთვისაც ან მათთვის, ვისთვისაც დედა ენა სხვა ენაა. ეს იქნება პირიქით, დამხმარე იმისათვის ,რომ ყველამ შესძლოს სახელმწიფო ენაზე სათანადოდ საუბარი და ამ თვალსაზრისით არ ჰქონდეთ პრობლემები ერთიან სახელმწიფოებრივ სივრცეში ინტეგრაციის“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42