აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო განცხადებას ავრცელებს
პოლიტიკა - 15:43, 14 Apr, 2015     1442
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ქართული ენის წინაშე არსებულ საფრთხეებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებში განსაკუთრებით ხაზი აქვს გასმული ქართული ენის მნიშვნელოას და იმ გზას, რომელმაც ქართულმა ენამ გადასარჩენად დღევანდელ დღემდე გაიარა. "ნიუპოსტი" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

"ყოველი წლის 14 აპრილს ჩვენი საზოგადოება განსაკუთრებული სიამაყით აღნიშნავს დედა ენის დღეს. ეს განცდა ქართული ენისა და მისი მრავალსაუკუნოვანი დამწერლობის უნიკალურობასთან ერთად ქართველი ხალხის შეუპოვარმა ბრძოლამ განაპირობა მშობლიური ენის დასაცავად.

”რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს”- ასკვნიდნენ ქართველი მამულიშვილნი და ოდითგან თავდაუზოგავად ეწინააღმდეგებოდნენ ქართული ენის აკრძალვისკენ მიმართულ სხვადასხვა ჯურის დამყრობელთა, განსკუთრებით კი ჩრდილოელი მეზობლის შორსმიმავალ შოვინისტურ ზრახვებს.

37 წლის წინ, 1978 წლის 14 აპრილს ამ თვალსაზრისით ყველაზე გადამწყვეტი ეტაპი დადგა ქართული ენისა და ქართული თვითმყობადობის წინაშე, როცა კრემლმა საბჭოთა კავშირში შემავალი მოკავშირე რესპუბლიკების ენებისათვის კონსტიტუციის 78-ე მუხლით სახელმწიფო ენის სტატუსის ჩამორთმევა და ერთადერთ სახელმწიფო ენად რუსული ენისდაფიქსირება განიზრახა. კრემლის ამ იმპერიულმა, ყოვლადგაუმართლებელმა ნაბიჯმა საბჭოეთის იმჟამინდელი ლიდერებისთვის წარმოუდგენელი მღელვარება და პროტესტი გამოიწვია მთელს ქართულ საზოგადოებაში. მშობლიური ენის დასაცავად ქუჩაში გამოვიდა ათეულათასობით მოქალაქე - სტუდენტები, დისიდენტები, ქართული კულტურისა დახელოვნების წარმომადგენლები, ინტელიგენცია.. მთელი ერი. რუსთაველის გამზირი ხალხით გადაიჭედა. დემონსტრანტთა შორის იყო სრული სიმშვიდე, მაგრამ მზადყოფნა, მშობლიური ენის სახელმწიფო სტატუსის დასაცავად, სიცოცხლის გასაწირადაც, განსხვავებით სხვა მოკავშირე რესპულიკებისაგან, რომელთაც თავიანთი უკმაყოფილების მიუხედავად, ვერ გაბედეს ქუჩაში გასვლა... როგორც ჩანს, ამან მოსკოვი დააფიქრა და იმ დღეს ქართველმა ხალხმა ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა. ჩვენი ერის ერთიანობა საუკეთესო შედეგით დაგვირგვინდა.

ჩვენ ვამაყობთ იმ ადამიანებით, რომლებიც 1978 წლის 14 აპრილის უნიკალური მანიფესტაციის მონაწილენი არიან, რომელთა შორის ბევრი იყო აფხაზეთის მკვიდრი. ზოგიერთი მათგანი დღეს დევნილობაში აფხაზეთის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის სხვადასხვა სფეროში კვლავინდებურად პატრიოტული სულისკვეთებით იღვწის.

სამწუხაროდ, მშობლიური ენის, მამულისა და ჩვენი სარწმუნოების დაცვა დასაბამიდან ითხოვდა ამ ღირებულებების სადარაჯოზე მამულიშვილთა მუხლჩაუხრელ ბრძოლას. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებული გამოწვევის წინაშე ვდგავართ დღეს, როცა ჩვენი სამშობლოს ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია და კრემლი ადგილობრივი მარიონეტული რეჟიმის მეშვეობით გაცხოველებულად ცდილობს აკრძალოს და წაშალოს იქ ყველაფერი ქართული.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო შეშფოთებას გამოთქვამს კრემლის ლაქიების, სოხუმის დე-ფაქტო ხელისულების მესვეურთა მცდელობასთან დაკავშირებით - აკრძალონ გალის რაიონში ქართული ენა და სკოლებში მშობლიურ ენაზე სწავლება. მიუხედავად იმისა, რომ ცდილობენ მაცდურად შეფუთონ თავიანთი მზაკვრული განზრახვა, განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ მათი ზრახვები შეუქცევადია. ამიტომ მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას, ადამიანის უფლებადამცველ საერთაშორისო ორგანიზაციებს, აიმაღლონ ხმა აფხაზეთის ტერიტორიაზე ქართული მოსახლეობის დისკრიმინაციისა და კულტურული გენოციდის წინააღმდეგ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ხმამაღლა აცხადებს, რომ ის, რაც ვერ განახორციელა კრემლმა ქართული ენის დასაკნინებლად 37 წლის, 1978 წლის 14 აპრილს, დღეს მიზანმიმართულად ანხორციელებს მის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ამიტომაც აუცილებელია გავერთიანდეთ ყველანი - ერი და ბერი და გონივრულად დავუპირისპირდეთ საფრთხეს, რომელიც სადღეისოდ ჩვენს თანამემამულეებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დისკრიმინაციას უქადის, ხვალ კი დანარჩენ საქართველოს დააქუცმაცებს. აფხაზეთის უმაღლესი საბჭო მხარდაჭერას და სოლიდარობას უცხადებს ყველა პატრიოტს, ყოველგვარ ზეპარტიულ აქციას, ყველა ღონისძიებას, რომელიც დღეს იმართება დედა ენის ძეგლთან თუ სხვადასხვა აუდიტორიაში, რეგიონებში, ხელისუფლებისა და თუ ოპოზიცირი ძალების, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის ინიციატივით და რომელიც მშობლიური ენისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ თანამემამულეთა ინტერესების დაცვას ისახავს მიზნად,"- ნათქვამია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს განცხადებაში





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42