პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა, რომ პანკისის ხეობიდან სირიაში საბრძოლველად წასვლის გამომწვევი მიზეზები, მინიმუმამდეა შემცირებული. ირაკლი სესიაშვილის თქმით, შემცირებულია სირიაში წასული მებრძოლების რაოდენობაც.
"ჩვენი მუშაობის შედეგად მინიმუმამდე იქნა დაყვანილი ის რისკები, რის გამოც ეს ადამიანები სირიაში ხვდებიან. იმის გამო, რომ თავიდან ამ ყველაფრის კონტროლი ძალიან რთული იყო, დიდი იყო წასულების რაოდენობა. როცა ახალი რისკები წარმოიქმნება, თავიდანვე ვერ მოერევი. ძალიან ბევრი დაბრუნდა. მათ შორის ბევრი წავიდა და მიხვდა, რომ მისი ადგილი იქ არ იყო და დაბრუნდა. უშიშროების სამსახურები ძალიან სერიოზულად მუშაობენ", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
ირაკლი სესიაშვილის თქმით, სირიაში საბრძოლველად წასვლის ძირითადი მიზეზი არის იდეოლოგია და რელიგიური მიმდინარეობები, რომლებიც ამ ადამიანებს ცხოვრების წესად უწესებენ ასეთ ქმედებებს. სესიაშვილი აცხადებს, რომ ადგილობრივი მოსახლეობა ამ პრობლემის გადასაჭრელად ვერ გრძნობდა ქართული სპეცსამსახურების მხარდაჭერას ისე, როგორც საჭირო იყო.
სესიაშვილმა აღნიშნა, რომ სირიაში წასული მებრძოლების რაოდენობა პროცენტულად ყველაზე მცრე საქართველოდანაა, ხოლო ხელისუფელბა კი ამ პრობლემის გადასაჭრელად ყველაფერს აკეთებს.
მასალის გამოყენების პირობები






