პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი აფხაზეთში ქართული ენის სწავლების აკრაძლვას ეხმაურება და ამბობს, რომ გალში სწავლა-განათლების პრობლემა ახალი არ არის.
მისი თქმით, სათანადო სამინისტროები და უწყებები მუშაობენ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ქართველებს რაც შეიძლება ნაკლები პრობლემა ჰქონდეთ.
"ქართულ ენასთან დაკავშირებით პრობლემები გალში ახალი არ არის. სათანადო სამინისტროები და უწყებები მუშაობენ, რომ გალშიც და სხვაგანაც ჩვენს თანამემამულეებს ჰქონდეთ მაქსიმალურად ცოტა პრობლემები. დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფოს არ შეუძლია ყველა იმ პრობლემის მოგვარება, რომელიც მოსახლეობას აწუხებს. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა საკითხში გონივრული შეთანხმებები იქნება მიღწეული, რათა ყველას უფლებები დაცული იყოს. თუმცა ყველა პრობლემის მოგვარება ასე მარტივი არ არის. ზოგადად, გალში სწავლა-განათლების საკითხი ბევრ პრობლემას უკავშირდება, მაგრამ სერიოზული პრობლემები არა მგონია, რომ შეგვექმნას“, - განაცხადა უსუფაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






