ვიცე-პრემიერი კახი კალაძე გალში ქართული ენის სწავლების აკრძალვაზე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და ამბობს, რომ აფხაზეთის ეს გადაწყვეტილება ადამიანის უფლებებს ლახავს.
ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„თუ ეს მართლაც ასეა, ეს ძალიან ცუდია. გალში ბევრია ქართული მოსახლეობა. დღემდე პრობლემა არ იყო ქართული ენის სწავლება. ქართველების მიმართულებით ზეწოლები დაიწყო და ეს ძალიან ცუდია“, - განაცხადა კალაძემ.
აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა გალის რაიონის სოფლებში, იქ, სადაც ქართული სკოლები მდებარეობს, მოსახლეობას ისტორიის წიგნები და საინფორმაციო ბროშურები დაურიგეს. როგორც გალის რაიონში მცხოვრებლები ამბობენ, დეფაქტო რეჟიმის წარმომადგენლები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ სექტემბრიდან მათი შვილები ისწავლიან არა ქართულ, არამედ აფხაზურ და რუსულ ენაზე.
მასალის გამოყენების პირობები






