ჩვენი პარტნიორები გმობენ რუსეთის ქმედებებს საქართველოსთან მიმართებაში - ბერუჩაშვილი
პოლიტიკა - 11:41, 14 Apr, 2015     1010

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა დანიელ, შვედ და პოლონელ კოლეგებთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებს, რომელსაც რუსეთის მიერ საქართველოს ტერიპტორიების ოკუპაცია და ანექსია ჰქვია.

"ვისაუბრეთ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციისა და მიმდინარე მცოცავ ანექსიაზე, რაც გამოიხატა რუსეთის ფედერაციის მიერ ჯერ სოხუმთან, შემდეგ ცხინვალთან ე.წ. ხელშეკრულებების გაფორმებით. ჩვენი პარტნიორები გმობენ ამ ფაქტს, რომელიც საფრთხეს უქმნის არა მარტო ჩვენი ქვეყნის, არამედ მთლიანად რეგიონის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას, რუსეთის ქმედებები უხეშად არღვევს საერთაშორისო ნორმებსა და პრინციპებს", - აღნიშნა თამარ ბერუჩაშვილმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა „ნატოში“ ინტეგრაციის პროცესზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი და საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი ორიენტირი.

ბერუჩაშვილის თქმით, ამ ეტაპზე საქართელოს ძირითადი მიზანი არსებითი პაკეტის დროული და ეფექტური იმპლემენტაციაა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42