დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა - მარტინ ლიდეგორდმა, ქართველ, პოლონელ და შვედ კოლეგასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, რუსეთის არაკანონიერ ქმედებებზე ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ დანია ოკუპაციების დაკანონების წინააღმდეგ იბრძოლებს
„შევეცდებით და ვიბრძოლებთ, რომ ოკუპაციები არ დაკანონდეს. ძალიან მკაცრი ხელით განვახორციელებთ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს. თუ პოზიტიურ შედეგებს ვერ დავინახავთ, სანქციებს გავზრდით. თუ სიტუაცია გამოსწორდება, შევასუსტებთ, ევროკავშირი არ არის რაიმე სამხედრო გაერთიანება. ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ ძალიან ძლიერი პარტნიორი რუსეთთან, მაგრამ არა იმ ფონზე, როდესაც მას მთელი რიგი ქვეყნების მიმართ უკანონო ოკუპაცია აქვს განხორციელებული“ - განაცხადა დანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
ლიდეგორდის განცხადებით, რუსეთის ეკონომიკა ყოველდღიურად საგრძნობლად ზარალდება სხვადასხვა სანქციით და ეს ნეგატიურად აისახება ქვეყნის მომავალზე.
მასალის გამოყენების პირობები






