პაატა დავითაია აფხაზეთში ქართული ენის შესაძლო აკრაძალვას ეხმაურება.
„ევროპელი დემოკრატების“ ლიდერი პაატა დავითაია ოკუპირებულ აფხაზეთში ქართული ენის შესაძლო აკრძალვს გენოციდად მიიჩნევს.
ამის შესახებ დავითაიამ „ნიუპოსტთან“ საუბარში განაცხადა.
მისი თქმით, დე-ფაქტო რეჟიმის ლიდერის რაულ ხაჯიმბას მიზანია, რომ აფხაზეთში რაც შეიძლება ნაკლები ქართველი იყოს და სწორედ ამიტომ სურს მათ სხვადასხვა სახის პრობლემები შეუქმნას.
„ეს პრობლემა არ დაწყებულა ახლა, ეს იყო ხაჯიმბას წინააარჩევნო დაპირება, რომელიც ქართველების მიმართ აგრესიულად არის განწყობილი, განსაკუთრებით გალის მოსახლეობის მიმართ, რადგან გალის მოსახლეობა მათ არასოდეს უჭერდა მხარს. აქედან გამომდინარე ის ცდილობს დასაჯოს იქ მცხოვრები ქართველები. დაახლოებით 40 ათასი ქართველი ცხოვრობს დღეს გალის ტერიტორიაზე. ხაჯიმბა ცდილობს ეს მოსახლეობა დაიყვანოს 7-8 ათასამდე. ისინი ცდილობენ აჩვენონ ალტერნატიული გზა, რაც მდგომარეობს იმაში, რომ აფხაზურმა უნივერსიტეტებმა გააფორმეს ხელშეკრულება რუსეთთან. ვინც აფხაზეთში სწავლობს, მას აქვს შეღავათები, რომ მოსკოვის უმაღლეს სასწავლებლებში მოხვდნენ".
დავითაიას განცხადებით, ხაჯიმბა აფხაზურ მოსახლეობასაც უქმნის პრობლემებს:
"ფაქტიურად, არა მარტო ქართულ მოსახლეობას უქმნიან პრობლემას, არამედ აფხაზურ მოსახლეობასაც, რადგან იქ სწავლება მერვე კლასამდე აფხაზურ ენაზე მიმდინარეობს, შემდეგ უმეტესობა რუსულ ენაზე გადადის. იმ შემთხვევაში თუ ქართული ენის სწავლება აიკრძალება პირველ რიგში დაიწყება მოსახლეობის გამოდინება აქეთ. და ვინც დარჩება და შეეგუება იმ წესებს, რაც იქ მოქმედევს. ეს ხაჯიმბას მიზანია, რომ რაც შეიძლება მეტი ქართველი გამოყაროს იქიდან. მშობლიურ ენაზე ლაპარაკის აკრაძალვა გენოციდის დასაწყისია. ნორმანტიული აქტები აფხაზეთის მხრიდან არის გამოცემული, ამიტომ გენოციდის ნიშნებს მათი მხრიდან ვხედავ, თუმცა ამის უკან დგას რუსეთი, რადგან მისი ამოცანაა, რომ რაც შეიძლება ნაკლები ქართველი იყოს იქ“, - ამბობს დავითაია.
აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა გალის რაიონის სოფლებში, იქ, სადაც ქართული სკოლები მდებარეობს, მოსახლეობას ისტორიის წიგნები და საინფორმაციო ბროშურები დაურიგეს. როგორც გალის რაიონში მცხოვრებლები ამბობენ, დეფაქტო რეჟიმის წარმომადგენლები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ სექტემბრიდან მათი შვილები ისწავლიან არა ქართულ, არამედ აფხაზურ და რუსულ ენაზე.
მასალის გამოყენების პირობები






