საქართველოს პრემიერ მინისტრა თამარ ბერუჩაშვილმა მადლობა გადაუხადა სამივე ქვეყნის წარმომადგენელს ასოცირების შეთანხმების რატიფიკაციისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირის სხვა ქვეყნებიც მალე შეუერთდებიან მათ რიგებს.
"ერთობლივი ვიზიტი არის ნათელი დასტური იმის, რომ ეს ქვეყნები მტკიცედ უჭერენ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, იზიარებენ საქართველოს ძალისხმევას, რომელიც წარმატებული თანამშრომლობის კონკრეტულ შედეგებზეა ორიენტირებული," - განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.
საქართველოს სგარეო საქმეთა მინისტრი დღეს ხელს მოაწერს მემორანდუმს, რომელიც საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების განხორციელებაში პოლონეთის როლის ამაღლებას და გამოცდილების გაზიარებას გულისხმობს.
ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები თბილისში გვიან ღამით ჩამოვიდენ. ვიზიტის ფარგლებში, მინისტრები საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერს, პარლამენტის თავმჯდომარეს, ასევე სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვედრებიან.
მასალის გამოყენების პირობები






