განათლების მინისტრი თამარ სანიკიძის თქმით, ოკუპირებულ აფხაზეთში ქართული ენის სწავლების შესაძლო აკრძალვასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია ამ ეტაპზე არ დასტურდება.
"ამ სახით, რომ სექტემბრიდან აიკრძალება ქართული ენის სწავლება გალის სკოლებში, არ დასტურდება. რესუსრსცენტრთანაც გვქონდა ამ საკითხზე საუბარი, ასევე პედაგოგებთან და და სკოლის წარმომადგენლებთან, ვისგანაც შეიძლებოდა ამ საკითხზე კონკრეტული პასუხები მიგვეღო, მაგრამ მათ არ დაადასტურეს ეს ფაქტი. თუმცა მზად უნდა ვიყოთ ყოველთვის, რომ ასეთი ფაქტი შეიძლება დადგეს და რა თქმა უნდა, მზად ვართ იმისთვის, რომ კანონიერად და იმ ფორმატის ფარგლებში, რომელიც გაგვაჩნია მოსალაპარაკებლად, ყველა ბერკეტი გამოვიყენოთ“, - განაცხადა სანიკიძემ.
ფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა გალის რაიონის სოფლებში, იქ, სადაც ქართული სკოლები მდებარეობს, მოსახლეობას ისტორიის წიგნები და საინფორმაციო ბროშურები დაურიგეს. როგორც გალის რაიონში მცხოვრებლები ამბობენ, დეფაქტო რეჟიმის წარმომადგენლები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ სექტემბრიდან მათი შვილები ისწავლიან არა ქართულ, არამედ აფხაზურ და რუსულ ენაზე.
მასალის გამოყენების პირობები






