ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი დავით დონდუა არაკონსტრუქციულს უწოდებს საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით საზღვართან მცხოვრები მოსახლეობა სააღდგომოდ საფლავებზე არ შეუშვეს.
„ჩვენი და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მედიატორთა ძალისხმევის მიუხედავად, საოკუპაციო ძალამ, სამწუხაროდ, უარი თქვა ისეთი ჰუმანიტარული ხასიათის ინიციატივაზე, როგორიცაა ქართველი დედების მიერ შვილების საფლავების მონახულება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში.
მსგავსი არაკონსტრუქციული დამოკიდებულება და ჰუმანიტარული საკითხების მიზანმიმართული პოლიტიზირება ზიანს აყენებს შედეგზე ორიენტირებული, ეფექტური დიალოგის წარმოების შესაძლებლობას მომავალში და მნიშვნელოვნად აფერხებს ნდობის აღდგენას ომით გაყოფილ საზოგადოებებს შორის“, - აცხადებს დონდუა.
ოკუპირებულ საზღვარზე 6 სოფელში მოსახლეობას წინაპართა საფლავებზე გასვლის უფლება არ მიეცათ. სოფელ პერევშიც ე.წ. გადასასვლელები გადაიკეტა ორ ბლოკ საგუშაგოზე. გადაწყვეტილება ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. უშიშროების კომიტეტის გადაწყვეტილებაა.
მასალის გამოყენების პირობები






