ხელისუფლება თანხის დაზოგვას სოციალურად დაუცველი ოჯახების ხარჯზე ცდილობს - ჭიაბერაშვილი
პოლიტიკა - 09:37, 14 Apr, 2015     1274
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლება ცდილობს თანხები გაჭირვებული მოსახლეობის ხარჯზე დაზოგოს. ჭიაბერაშვილის თქმით, დავით სერგეენკოს მიერ ინიცირებული, ახალი პროგრამებით სიღარიბის მაჩვენებელი არა თუ იკლებს, არამედ იმატებს.

"მილიარდერი ივანიშვილის მმართველობის 3 წელი ლარის კურსის ვარდნით, სიდუხჭირის ზრდით, ინვესტიციების კლებით და სამუშო ადგილების დაკარგვით ხასიათდება.

ივანიშვილის მთავრობა შიშობს, რომ, ეკონომიკური სტაგნაციის გამო, ბიუჯეტი ვერც ამჯერად შესრულდება და ცდილობს, ფული ყველაზე გაჭირვებული ადამიანების ხარჯზე დაზოგოს.

2014 წლის დეკემბერში ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ საზოგადოებას სოციალურად დაუცველი მოსახლეობის აღწერის ახალი მეთოდოლოგია წარუდგინა და განაცხადა, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახები, ახალი მეთოდოლოგიის დანერგვის შემდეგ, ყოველ ბავშვზე დამატებით 10-ლარს მიიღებდა.

დღეს ისე, რომ გაცემა ჯერ არ დაწყებულა, ეს დაანონსებული ბავშვის 10-ლარიანი დანამატი უკვე შეჭამა ლარის კურსის ვარდნამ და საკვებსა და მედიკამენტებზე ფასების მატებამ. მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო დღემდე ვერ ასახელებს თარიღს, ზუსტად როდის დაიწყება ბავშვის 10-ლარიანი დანამატის გაცემა.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის #758 დადგენილებით, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის აღწერის ახალი მეთოდოლოგია ძალაში 2015 წლის 1 აპრილიდან უნდა შესულიყო. ეს კი ნიშნავს, რომ ახალი მეთოდოლოგიით დახმარებადანიშნულ ოჯახებს უკვე 1 აპრილიდან უნდა მიეღოთ ყოველ ბავშვზე 10-ლარიანი დანამატი.

2015 წლის 31 მარტის #145 დადგენილებით, მთავრობამ ეს ვადა 1-ლ მაისამდე გადაწია და ამით 260,000 ბავშვზე გასაცემი ერთი თვის ფული 2,6 მლნ ლარი “დაზოგა”.

2014 წლის დეკემბერში ჯანდაცვის სამინისტროს წარმოდგენილი საპროგნოზო მონაცემებივე აჩვენებდა, რომ სერგეენკოს მიერ ინიცირებული ცვლილებით ქართული ოჯახების ზოგადი სიღარიბე არათუ არ იკლებს, არამედ ოდნავ იმატებდა კიდეც. მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმდება, როდესავ იავნიშვილის მთავრობა მის მიერ აღებული სოციალური ვალდებულებების შესრულებასაც ვეღარ ახერხებს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მოითხოვს, მთავრობამ დანაზოგი საკუთარი პრემიებისა და დანამატების ხარჯზე გააკეთოს და სოციალურად დაუცველ ოჯახებზე ბავშვის 10-ლარიანი დანამატის გაცემა 1 მაისიდან დაიწყოს."-განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42