”გადამოწმებული ინფორმაციით, დღეს, პანკისის ხეობიდან სირიაში კიდევ რამდენიმე ახალგაზრდის გაგზავნა უნდა მომხდარიყო.
იმის გამო, რომ ხეობაში დილიდან სხვადასხვა მედიაკომპანიების ჟურნალისტები მუშაობენ, გუშინ ჩვენს მიერ გავრცელებულ ფოტოსთან დაკავშირებით, ჯგუფური გაგზავნა ჩაიშალა.
ჯგუფის წევრებს შორის არიან 18 – 19 წლის ახალგაზრდები, შესაძლოა, უფრო უმცროსებიც. ვიზუალურად უფრო პატარები ჩანან.
პანკისიდან თბილისში ისინი სათითაოდ წავიდნენ და დღეს საღამოს თურქეთში უნდა გადავიდნენ, იქიდან კი სირიაში. ზოგიერთი მათგანის ძმა რამდენიმე თვეა სირიაშია.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia მესაზღვრეებს კიდევ რამე არ გამოეპაროთ...
პანკისის ხეობაში პოლიცია და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები რისთვის გყავთ?
თუ შსს–დან ვინმე არ ლობირებს სირიაში ახალგაზრდების "ექსპორტს", იმოქმედეთ ადეკვატურად!”- წერს ჟურნალისტი სოციალურ ქსელში.
მასალის გამოყენების პირობები






