დეფაქტო რეჟიმი მიერ დარიგებულ ბროშურებს აქვს წარწერა ,,გავეცანი და ჩავიბარე“, რომელზედაც მოსახლეობამ უნდა დააფიქსიროს საკუთარი ხელმოწერა, რის შემდეგაც მოხდება მოსახლეობიდან ბროშურების უკან ამოღება.
გალის რაიონის ქართულ სკოლებს ეკრძალებათ საქართველოს ისტორიის სწავლება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით არის გათვალისწინებული. მოსახლეობას გადასცეს ისტორიის წიგნი, რომელიც რუსეთშია შედგენილი და სადაც საქართველოს ისტორია, მათ შორის აფხაზებისა და ქართველების თანაცხოვრების შესახებ, სრულად არის გაყალბებული. ისტორია დაწერიალი რუსულ და აფხაზურ ენაზე. სკოლის დირექტორიები და მასწავლებლები, რომლებიც არ დაემორჩილებიან დეფაქტო ხელისუფლების ამ მოთხოვნას, სკოლას დაატოვებინებენ. გარდა ამისა, დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, პედაგოგებს უარს ეტყვიან სპეციალური საშვის გამოწერაზე, რომლითაც მათ საზღვრის გადაკვეთის საშუალება ეძლევათ.
ინფორმაციის თანახმად, ანალოგიური პრობლემის წინაშე დგას, სამედიცინო პუნქტები, რომელიც გალის რაიონის სოფლებშია განლაგებული. საოკუპაციო რეჟიმმა მედპერსონალს უკვე განუცხადა, რომ იმ შემთხვევაში მიეცემათ მუშაობის უფლება, თუკი ისინი პაციენტებს ადგილზე მოემსახურებიან და არ მოხდება საქართველოს ტერიტორიაზე გადაყვანა. იგივე პრობლემის წინაშე დგას გალის საავადმყოფო, სადაც ძალიან დაბალი დონეა მომსახურების და სადაც არ არსებობს არც ტექნიკური და არც რეანიმაციული დახმარების საშუალებები.
ბროშურების დარიგება დღეს დილით 9 საათზე დაიწყო, ამ პროცესში ჩართულია სპეცრაზმისა და აფხაზური ადმინისტრაციის გამგებლები და აფხაზური ადმინიტრაციის სათემო საბჭოს წევრები.
მასალის გამოყენების პირობები






