პანკისიდან სირიაში გაგზავნილი 18 წლის ბესლან მარგოშვილი საქართველოში დაბრუნდა
პოლიტიკა - 16:36, 13 Apr, 2015     6911
კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, პანკისის ხეობიდან 2015 წლის 12 იანვარს სირიაში გაგზავნილი 18 წლის ბესლან მარგოშვილი საქართველოში დაბრუნდა. ეს ინფორმაცია კახეთის საინფორმაციო ცენტრს ბესლან მარგოშვილის მშობლებმა ნოდარ და მანანა მარგოშვილებმა დაუდასტურეს.

ბესლან მარგოშვილი, რომელიც პანკისის ხეობაში დღეს, დილით დაბრუნდა, ინტერვიუზე უარს ამბობს. მანანა მარგოშვილის თქმით, ბესლანმა ოჯახის წევრებს უთხრა, რომ ის თურქეთში იმყოფებოდა და სირიაში არ გადასულა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრმა ბესლან მარგოშვილთან დაკავშირებით ინფორმაცია 2015 წლის 23 თებერვალს გაავრცელა. 18 წლის ბესლან მარგოშვილს ოჯახის წევრები 2015 წლის 12 იანვრიდან ეძებდნენ.

„12 იანვარს გავიდა სახლიდან და მას შემდეგ არ მინახავს. შუადღის ორი საათი იყო სახლში რომ მოვედი, გოგოს ვკითხე, ბესლანი სად არის მეთქი და გავიდაო, ომალოში მივდივარო ასე უთქვამს. იმის შემდეგ არ დაბრუნებულა. ქალაქში ერთხელაც არ არის ეგ ბიჭი ნამყოფი. არცერთი საბუთი არ ჰქონდა, პირადობის მოწმობაც სახლში გვაქვს. ფული არ ჰქონდა, ისეა გასული. მეორე დღეს დამირეკა, დედა, მე თურქეთში ვარო“, – უთხრა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ბესლან მარგოშვილის დედამ, მანია ფარეულიძემ.

შეგახსენებთ, რამდენიმე თვეა პანკისის ხეობიდან სირიაში ახალგაზრდების გაგზავნა განახლდა. 16 წლის მუსლიმ კუშტანაშვილი და 18 წლის რამზან ბაღაკაშვილი პანკისის ხეობიდან სირიაში 2 აპრილს წაიყვანეს. ფოტოზე, რომელიც კახეთის საინფორმაციო ცენტრმა მოიპოვა, სწორედ ისინი არიან აღბეჭდილები ტერორისტულ ორგანიზაციად წოდებული „ისლამური სახელმწიფოს“ დროშის ფონზე. ახალგაზრდებს ხელში „კალაშნიკოვის“ ტიპის ავტომატები უჭირავთ. არსებული ინფორმაციით, საქართველოდან სირიაში გაგზავნილი სკოლის მოსწავლეები ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ–ერთი ლიდერის, თარხან ბათირაშვილის დაჯგუფებაში არიან.

წყარო: კახეთის საინფორმაციო ცენტრი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42