,,ბადაშვილი ინსტრუმენტია ივანიშვილის ხელში“ - მთავარ პროკურორს პარლამენტში იბარებენ
პოლიტიკა - 15:46, 13 Apr, 2015     1756
მთავარ პროკურორს პარლამენტში იბარებენ. გიორგი ბადაშვილის საკანონმდებლო ორგანოში მისვლას თავისუფალი დემოკრატები ითხოვენ. ალასანიას გუნდის პოზიციას იზიარებენ ნაციონალურ მოძრაობაშიც.

თავისუფალ დემოკრატებსა და ნაციონალურ მოძრაობას შორის ამ საკითხთან დაკავშირებით უკვე შედგა კონსულტაციები. ყოფილი სახელისუფლო გუნდი მხარს უჭერს ალასანიას გუნდის მოთხოვნას, მთავარი პროკურორის პარლამენტში მისვლასთან დაკავშირებით. დეპუტატების საკითხის დაყენებას მიმდინარე კვირას პლენარულ სხდომაზე გეგმავენ.

დეპუტატების ძირითადი დაინტერესება პროკურატურაში რამდენიმე თვის წინ შექმნილ დეპარტამენტს უკავშირდება. ოპოზიციას აინტერესებს რა მიზანს ემსახურებოდა აღნიშნულილ დეპარტამენტის შექმნა. ოპოზიციას ეჭვი აქვს, რომ დეპარტამენტი პოლიტიკური ბრძოლის კიდევ ერთი იარაღია.

,,მთავარი პროკურორი მოვიდეს პარლამენტში და პარლმენტის წინაშე გააკეთოს მოხსენება, თუ რა ხდება ახალი დეპარტამენტის შექმნიდან დღემდე და რა მიზანს ისახავს. მხოლოდ განცხადებების დონეზე ვიცით, რომ ეს იქნება დაკავშირებული სამართლიანობის აღდგენასთან. ეს უნდა აინტერესებდეს არა მარტო ოპოზიციას, არამედ დღევანდელ უმრავლესობასაც, თუ როგორ აპირებს დღევანდელი პროკურატურის ახალგაზრდა გუნდი ამ მნიშვნელოვანი ფუნქციისთვის თავის გართემვას“ - აცხადებს ზურაბ აბაშიძე.

"ამ დეპარტამენტის შექმნა, როგორც აჩვენებს მთელი ეს გასული დრო, არის აუცილებელი მხოლოდ იმისთვის, რომ პოლიტიკური დევნა განახორციელოს, სხვა მიზნები მას არ აქვს. ბადაშვილი არის მხოლოდ ინსტრუმენტი, მხოლოდ მომსახურე პერსონალი ბიძინა ივანიშვილის ხელში," - აცხადებს სერგო რატიანი.

უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია ვერ ხედავს ბადაშვილის პარლამენტში მისვლის აუცილებლობას, როგორც დეპუტატი აცხადებს, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს ისედაც მჭიდრო ურთიერთობა აქვს პროკურატურის დეპარტამენტთა.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურაში აღნიშნული დეპარტამენტი რამდენიმე თვის წინ შეიქმნა და პრეზენტაციაზე ითქვა, რომ განსაკუთრებული ყურადღება დეპარტამენტის საქმიანობისას დაეთმობა უკანონოდ ჩამორთმეულ ქონებას და არადამიანური მოპყრობისა და წამების ფაქტებს, რომელშიც, უწყების განმარტებით, საჯარო მოხელეები იყვნენ მხილებული.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42