პრეზიდენტი აღდგომის დღესასწაულს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შეხვდა
პოლიტიკა - 10:43, 12 Apr, 2015     1121
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პირველ ლედისთან, მაკა ჩიჩუასთან და ქალიშვილთან ერთად აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შეხვდა

ქვეყნის პირველი პირი ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ უწმინდეს და უნეტარეს ილია მეორესთან და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად მივიდა. სახელმწიფოს მეთაური სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორეს ეპისტოლე მოისმინა და მრევლს აღდგომის დღესასწაული მიულოცა.

„ ქრისტე აღსდგა, გილოცავთ ყველას ამ ბრწყინვალე დღესასწაულს, სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვების დღესასწულს და იმედი მაქვს, რომ დღეიდან კიდევ უფრო ლამაზი და ბედნიერი გახდება ჩვენი ცხოვრება. ჩვენც მეტ სიკეთეს გავცემთ ერთმანეთის მიმართ.“ - განაცხადა პრეზიდენტმა

საქართველოს პრეზიდენტმა ასევე სააღდგომო ეპისტოლეზეც ისაუბრა.
„ პატრიარქმა ყურადღება ისეთ თემებზე გაამახვილა რაც ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო. უხეშობა, სიტყვით მეორე ადამიანის შეურაცხყოფა, საიდანაც იწყება ალბათ ყველა სხვა აგრესია. ძალიან საინტერესო იყო, რომ სიტყვის მნიშვნელობაც აღინიშნა. მთავარი არის, რომ თუ სიტყვას მოვუარეთ, სიტყვა თუ დავთრგუნეთ, შემდეგ ქმედებებშიც ნაკლებად ბოროტები ვიქნებით. ალბათ ყველაზე მეტად აქ პოლიტიკოსები ვაშავებთ და მეც შევეცდები, რომ მომავალ წელს კიდევ უფრო თავშეკავებული ვიყო ჩემს გამოთქმებში და ნაკლები აგრესია მქონდეს. პატრიარქი ყოველთვის თანამედროვეა მნიშვნელოვანი თემების თავის ინტერპრეტაციაში. ასე რომ ჩემთვის მნიშვნელოვანი და სასიამოვნო ეპისტოლე იყო.“ - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

სვეტიცხოვლის ტაძარში საქართველოს პრეზიდენტთან ერთად საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლები ეკონომიკურ და საგარეო ურთიერთობათა საკითხებში გიორგი აბაშიშვილი და თენგიზ ფხალაძე იმყოფებოდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42