შაქრო კალაშოვი უდესიანი-ხარძიანის დავას მოსკოვში არკვევს?
პოლიტიკა - 19:30, 10 Apr, 2015     11912
მიმდინარე წლის იანვარში , სომხეთის დედაქალაქში კანონიერი ქურდებისა და კრიმინალური ავტორიტეტების ე.წ სხადნიაკი გაიმართა. იქ იყო შაქრო კალაშოვიც. მოლოდინის მიუხედავად , ერევანში მთელი ელიტა არ შეიკრიბა და საბოლოოდ ”სხადნიაკი” კონკრეტული გადაწყვეტილებების გარეშე დაიშალა. გარდა შიდა ამბებისა , ერევანში მსხვილ ბიზნესმენებს შორის არსებული დავებიც უნდა განხილულიყო, ერთ-ერთი მტავარი თემა აწ გარდაცვლილ ბესიკ ხარძიანსა და გია უდესიანს შორის დაპირისპირებაც იყო. ერევანში ქართველი კანონიერი ქურდებიდან თითქმის არავინ ჩავიდა და ეს საქმეც ბოლომდე განხილული ვერ იქნა. ”ვერსიის”წყაროს ინფორმაციით, უდესიანისა და ხარძიანის დაპირისპირების თემა სამომავლოდ გადაიდო და კალაშოვმა, როგორც თბილისელმა, პირდაპირ განაცხადა, რომ ამ ამბავს მოსკოვში გაარკვევდა. ახლა რადგან ხარძიანი მკვდარია სავარაუდოდ განხილვაც აღარ მოხდება.

ტელევიზიით გია უდესიანის გამოსვლა, ალბათ ყველამ ნახა და ბევრი ამბობს, რომ უდესიანმა თავის მართლება მოახერხა.ერთ-ერთ მთავარ არგუმენტად იმას ასახელებენ, რომ მას ფარული ჩანაწერები აქვს, რომლებიც სასამართლოს უკვე გადასცა და რომლის გადაცემასაც სვანების უხუცესთა საბჭოსთვის აპირებს.

”სვანი ვარ მე და სვანია ბესოც. მზად ვარ, სვანური სასამარტლოს წინაშე წარვსდგე და როცა ამ ჩანაწერებს ნახავენ, როცა ნახავენ , რას ამბობს ბესოს და , მაია ხარძიანი, მიხვდებიან , რომ მე ცამდე მართალი ვარ”- ასეთი გახლდათ უდესიანის განცხადების ძირიტადი შინაარსი.

სვანური სასამართლო, თავისი არსით, შეიძლება ითქვას, ყველაზე სამართლიანი და მიუკერძოებელია. მართალია, განაჩენი არცთუ იშვიათად სასტიკია, მაგრამ სამართლიანი.

ვინც სვანური სასამართლოს არსი იცის, მიხვდება, რომ გია უდესიანი უბრალოდ საზოგადოებაზე აკეთებდა გათვლას, იმ ხალხზე , ვინც სვანური სამართალი არ იცის. თავად უდესიანმა ყველაზე კარგად უნდა იცოდეს, რომ ფარული ჩანაწერები და მით უმეტეს ქალის სიტყვა სვანებისთვის მიუღებელია. რას ამბობდა ბესოს და- მაია ხარძიანი, ნაკლებად მნიშვნელოვანია, რადგან ”ქალური სისუსტის გამო, მან შეიძლება ათასი სისულელე თქვა”. ასე ჭრის სვანური სამართალი და ეს უდესიანმა იცის. მტავარი იქ სწორედ ბესო ხარძიანი და გია უდესიანი უნდა ყოფილიყვნენ, ისინი უნდა წარმსდგარიყვნენ უხუცესთა წინაშე და მათ უნდა დაეფიცებინათ ხატზე. ხარძიანი მკვდარია. რეალურად, სხვისი მონაყოლი დამაჯერებელიც არ იქნება და დეტალები მხოლოდ გარდაცვლილმა იცოდა, თუნდაც,ის პირადი ურთიერთობის დეტალები, რომელიც უდესიანსა და ხარძიანს შორის იყო.

ჟურნალისტმა არ დაუსვა უდესიანს კითხვა, რატომ არ ახსენა ერთხელ მაინც სვანური სასამართლო მაშინ, როცა ხარძიანი ცოცხალი იყო? ხარძიანმა ეს თავის დროზე მოითხოვა და თავის გვარის უხუცესებს უთხრა კიდეც ამის შესახებ, მაგრამ უდესიანი წინააღმდეგი წავიდა იმ მიზეზით, რომ ჩამოვიდე, დამიჭერენო. ახლა როცა ხარძიანი მკვდარია, უდესიანი სვანური სასამართლოსთვის მზად არის და აღარ დაიჭერენ?! უბრალოდ მან ზუსტად იცის, რომ ეს სასამართლო ვერ და არ შედგება ხარძიანის გარდაცვალების გამო და თამამ განცხადებას ამიტომ აკეთებს.

წყარო ”ვერსია”





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42