პრეზიდენტმა რომის პაპთან პირისპირ აუდიენცია გამართა
პოლიტიკა - 15:16, 10 Apr, 2015     1368
საქართველოს პრეზიდენტსა და პირველ ლედის სამოციქულო სასახლის San Damaso-ს ეზოში, ვატიკანის ტრადიციისამებრ შვეუცარიული გვარდიის თანხლებით, რომის პაპის სახლის პრეფექტი არქიეპისკოპოსი გეორგ გენსუენი მიესალმა. სახელმწიფოს მეთაურისა და მისი უწმინდესობა, რომის პაპ ფრანცისკეს პირისპირ შეხვედრა პაპის პირად ბიბლიოთეკაში გაიმართა. შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე მოვლენები და უსაფრთხოების გარემო განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოში ამ მიმართულებით არსებულ პრობლემებს. აღინიშნა, რომ წმინდა საყდარი როგორც წარსულში დღესაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აქტიური მხარდამჭერია, რაც საქართველოსათვის უაღრესად მნიშვნელოვანია. ხაზი გაესვა მშვიდობის მნიშვნელობას ევროპასა და მთელ მსოფლიოში. აღინიშნა, რომ 21-ე საუკუნეში დაუშვებელია არსებობდეს ხელოვნურად შექმნილი ბარიერები და გამყოფი ხაზები, ასევე ჰუმანიტარული და იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო, საქართველოს, როგორც უძველესი ქრისტიანული სახელმწიფოს როლს თანამედროვე სამყაროში. „საქართველოს პრეზიდენტს ჰქონდა უაღრესად მნიშვნელოვანი შეხვედრა მის უწმინდესობა, რომის პაპ ფრანცისკესთან. განსაკუთრებით იქნა წარმოჩენილი ჩვენი ქვეყნის, როგორც უძველესი ქრისტიანული სახელმწიფოს მნიშვნელობა თანამედროვე სამყაროში და ის უმნიშვნელოვანესი როლი, რომელიც საქართველოს საუკუნეებიის გნამავლობაში ჰქონდა, როგორც ცივილიზაციათა და კულტურათა შორის დიალოგის ადგილს. განხილულ იქნა ყველა ის საჭირბოროტო საკითხი, რომელშიც შეიძლება საქართველომ მიიღოს ვატიკანის მხარდაჭერა“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა - საგარეო ურთიერთობათა მდივანმა თენგიზ ფხალაძემ.
აუდიენციის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა რომის პაპს პირველი ლედი და ქართული დელეგაციის წევრები წარუდგინა, რის შემდეგაც საჩუქრების გაცვლის ცერემონიალი გაიმართა. გიორგი მარგველაშვილმა მის უწმინდესობას მცხეთის ჯვრის მონასტრის ამაღლების ბარელიეფის ასლი გადასცა. თავის მხრივ რომის პაპმა ფრანცისკემ სახელმწიფოს მეთაურს წმინდა მარტინის ქვაზე გამოკვეთილი სკულპტურა უსახსოვრა და აღნიშნა, რომ მისთვის სასიამოვნო და სიმბოლურია ეს საჩუქარი გადასცეს პრეზიდენტის, როგორც საკუთარ ხალხზე მზრუნველსა და დამცველს.საქართველოს პრეზიდენტის თანმხლები დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია, ადმინისტრაციის უფროსის მოდგილე, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, წმინდა საყდართან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თამარ გრძელიძე, საქართველოს პრეზიდენტის პროტკოლის დეპარტამენტის უფროსი კარლო ცქიტიშვილი და ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი თინათინ მჟავანაძე.
საქართველოს პრეზიდენტი დღესვე წმინდა საყდრის სახელმწიფოებთან ურთიერთობის მდივნის მოადგილეს მონსინიორ ანტუან კამილიერის და სახელმწიფო სამდივნოს წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ცნობადობის ამაღლების მნიშვნელობაზე. ხაზგასმით აღინიშნა, რომ აუცილებელია არაღიარების პოლიტიკის, სახელმწიფოთა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუხებლობის ურყევი მხარდაჭერა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან.
გიორგი მარგველაშვილი და მაკა ჩიჩუა ქართულ დელეგაციასთან ერთად კულტურული ღონისძიების ფარგლებში ვატიკანის მუზეუმსაც დაათვალიერებენ




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42