,,დაიცავი დედა ენა!“ - აფხაზთა კრების ორგანიზაციების აქცია 14 აპრილს
პოლიტიკა - 16:02, 13 Apr, 2015     4544
14 აპრილს, 16. 00 საათზე, დედაენის ბაღში აფხაზთა კრების ორგანიზაციები მოწოდებით - ,,დაიცავი დედა ენა!“ აქციას გამართავენ. ღონისძიებასთან დაკავშირებით ,,აფხაზთა კრების“ ორგანიზაციები განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც ,,ნიუპოსტი“ უცვლელად აქვეყნებს:

,,სოხუმის სეპარატისტული რეჟიმმა გამოაცხადა, რომ 1 სექტემბრიდან ოკუპირებულ გალის რაიონში მთლიანად აიკრძალება ქართულად სწავლება იმ 11 სკოლაშიც, სადაც დღემდე მოსახლეობის და მასწავლებელთა მნიშვნელოვანი ძალისხმევის შედეგად ნახევრადლეგალურად მიმდინარეობდა ქართული საგანმანათლებლო პროგრამებით სწავლება. რუსული გულაგის ადმინისტრაცია საბოლოოდ უსპობს ჩვენს 35 ათას თანამემამულეს საკუთარ ენაზე ურთიერთობისა და სწავლის უფლებას. პირდაპირ იქნა გაცხადებული ოკუპანტის მოზანიც-გალის მოსახლეობის ქართული საგანმანათლებლო სივრციდან, ქართული სახელმწიფოსაგან მოწყვეტა და ე.წ. აფხაზურ-რუსული საგანმანათლებლო პროგრამის იძულებითი დანერგვით მისი სრული რუსიფიკაცია.

პარალელურად გალელებს გაუუქმეს ე.წ. აფხაზური პასპორტები, უდიდესი მორალური და ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ სურთ აიძულონ ისინი უარი თქვან საქართველოს მოქალაქეობაზე და მიიღონ ე.წ. აფხაზეთის მოქალაქეობა. ამ მიზნით გალის რაიონში ჩატარებულ გამოკითხვა თავზარდამცემი აღმოჩნდა ოკუპანტისათვის. გამოკითხულთა 96 %-ზე მეტმა ღიად განაცხადა, რომ არიან საქართველოს მოქალაქეები.

საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია დაიცვას საკუთარი მოქალაქეების უფლებები. მათ შორის, კონსტიტუციური უფლება განათლებაზე. მაგრამ ნაცვლად ამისა, გალელთა დევნა-შევიწროების აღმაშფოთებელ ფაქტებზე ჩვენი ხელისუფლება დუმს, რაც კიდევ უფრო აქეზებს რუს ოკუპანტს.

1978 წელს ქართველმა ერმა მშობლიური ენის დასაცავად უდიდესი სიმტკიცე, ერთსულოვნება და თავგანწირვისათვის მზადყოფნა გამოავლინა. თბილისში გამართული მძლავრი მანიფესტაციის გამო მრისხანე კომუნისტურმა იმპერიამ უკან დაიხია და ქართული ენის სახელმწიფოებრივი სტატუსი შენარჩუნებულ იქნა. დღეს ოკუპირებულ აფხაზეთში გაცილებით უარესი მდგომარეობაა. მტერს სურს ქართული ენის სრულად ამოშანთვა.

უმძიმესი რასობრივი ჩაგვრის ქვეშ მყოფმა გალის ქართველობა არ აპირებს ენისა და მოქალაქეობის დათმობას. ჩვენი თანამოძმეები იმედით შემოგვყურებენ ენგურს გაღმიდან. მათი თანადგომა ყველა ჩვენთაგანის ვალია.

დაიცავი დედა ენა! დაიცავი საქართველო!“ - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42