ხორვატიის პრეზიდენტი, კოლინდა გრაბარ - კიტანოვიჩი 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომის დასრულების 70-ე წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოსკოვში არ ჩავა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, ზაგრების წარმომადგენელი აღლუმზე, რუსეთში ხორვატიის ელჩი იქნება.
მიწვევაზე უარის თქმის მიზეზი არ კონკრეტდება.
შეგახსენებთ, რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებული აგრესიის გამო, მოსკოვში ჩასვლაზე უარი ევროსაბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა, გერმანიის კანცლერმა - ანგელა მერკელმა, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, დევიდ კემერონმა, აშშ-ის, საქართველის, ავსტრიის, მოლდოვას, შვედეთის, ჩერმოგორიის, ფინეთის, სლოვაკეთის, პოლონეთის, ლატვიისა და ლიტვის პრეზიდენტებმაც განაცხადეს. კურილიის საკითხთან არსებული დავის გამო, მოსკოვში არც იაპონიის პრემიერ-მინისტრი, სინძო აბე ჩავა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისრტის, სერგეი ლავროვის განცხადებით, ამ დროისთვის ღონისძიებაზე დასწრების თანხმობა ბელორუსიის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ და ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა, ინდოეთის პრეზიდენტმა, ასევე სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის, ვიეტნამის, სომხეთისა და კუბის ლიდერებმა განაცხადეს.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






