სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა 2015 წლის 9 აპრილს რუსულ ტელეკომპანია «МИР»-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც სომხეთის „ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში“ შესვლასა და რეგიონში არსებულ ვიტარებაზე ისაუბრა.
ინტერვიუს ერთ-ერთი ნაწილი საქართველოს ევროატლანტიკურ არჩევანს შეეხო. სომხეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ იგი პატივისცემით ეკიდება საქართველოს გადაწყვეტილებას ამ საკითხში, მიუხედავად იმისა, რომ თავად სომხეთი "ევრაზიულ კავშირში" გაწევრიანდა.
„მე ვთვლი, რომ არასდროს დადგება დრო, როდესაც სომხეთს ცუდი ურთიერთობა ექნება საქართველოსთან მისი ან გადაწყვეტილების გამო. ვფიქრობ, რომ საქართველოს ხელისუფლებასაც ამგვარი მიდგომები აქვს. ჩვენ დღემდე არ გვინახავს საქართველოს არცერთი ნაბიჯი, რომელიც რეგიონში სიტუაციის ესკალაციას გამოიწვევდა,“ - განაცხადა სომხეთის პრეზიდენტმა რუსი ჟურნალისტის კითხვაზე,
მასალის გამოყენების პირობები






