"მე ვარ ერთადერთი მათგანი, ვინც აკმაყოფილებს ილიას სიტყვებს"- ივანიშვილი
პოლიტიკა - 19:38, 09 Apr, 2015     8772
ყოფილი პრემიერი უარყოფს მის მიმართ გამთქმულ პრეტენზიებს და აცხადებს, რომ ის მთავრობას კულისებიდან არ მართავს. მისი თქმით მისი და ქვეყნის ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა და გაუგებარია, რა აშფოთებთ მათ ვინც მას აკრიტიკებს. ამასთანავე ივანიშვილი აცხადებს, რომ ის სრულიად აკმაყოფილებს ილია ჭავჭავაძის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას, რომ „ყველამ ერთად და თითოეულმა ცალკე უნდა გავიზიაროთ, რომ ნაწილი ვართ ერისა და საკუთარი წარმატება უნდა ვეძებოთ ჩვენი ერის წარმატებაში.“

"ღარიბაშვილი იშვიათად მირეკავს. რასაც ამბობენ, არის გადაჭარბებული. მრავალჯერ ვთქვი და კიდევ გავიმეორებ: არ ვმართავ კულისებიდან მთავრობას. მთავრობას მართავს მთავრობის მეთაური, იშვიათად თუ დამირეკავენ და რჩევას მკითხავენ, ეს ნორმალურია და მთელს მსოფლიოში ხდება... მთავრობაში არავინაა ჩემი ნათესავი და არც ვინმესთან ვმეგობრობ მათში, ვინც დღეს მთავრობაშია. შესაბამისად, ესეც სიცრუეა. საზოგადოებაში მაქვს დიდი ნდობა და იციან ჩემი პრინციპული პოზიცია, რომ ყველასგან ვითხოვ კანონის დაცვას. როგორც მოქალაქე ხმას ამოვიღებ და ჩემს ხმას ძალა ექნება. აქედან გამომდინარე, ამას დიდ ანგარიშს უწევენ და ის, ვისაც კანონის დარღვევის სურვილი აქვს, ჩემს მიმართ აგრესიულია იმიტომ, რომ საფრთხეს წარმოვადგენ მათთვის, რომ შეიძლება ხმა ამოვიღო...მე ვარ ერთადერთი მათგანი, ვინც აკმაყოფილებს ილიას სიტყვებს - ყველამ ერთად და თითოეულმა ცალკე უნდა გავიზიაროთ, რომ ნაწილი ვართ ერისა და საკუთარი წარმატება უნდა ვეძებოთ ჩვენი ერის წარმატებაში, მე ვარ ერთადერთი მათგანი, ვინც ამ წესებს იცავს. თუ ვმართავ მთავრობას და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ არ ვმართავ, ვაკეთებ ყველაფერს საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42