"არ მაქვს იმაზე მეტი ინფორმაცია, რაზეც მასმედიაში არ არის საუბარი. პროკურატურა კარგად ართმევს თავს. ძალიან ქმედითუნარიანია გამოძიება, როგორც პროკურატურა, ასევე პოლიცია. კარგია, რომ ძალიან აქტიურობენ," - განაცხადა ივანიშვილმა.
ამასთანავე ივანიშვილმა მისი ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნის ზვიად ჯანყარაშვილი შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ თემას თვალყურს ადევნებს და გადაცემა 2030-ის ფარგლებში სწავლობს. როგორც ცნობილია ბესიკ ხარძიანის ახლობლები ზვიად ჯანყარაშვილს და ლაშა ნაცვლიშვილს ხარძიანის ბიზნეს დავების ხელოვნურად შეფერხებაში ადანაშაულებენ.
"იცით, რომ ჯანყარაშვილმა ამის საპირისპიროდ დაიქირავა ადვოკატი და ჩივის. ამის მეტს მე ვერაფერს გეტყვით, ჩემი პოზიცია ასეთია, რომ თუ არის რამე და იციან, ყველამ ხმა უნდა ამოიღოს, ვინც არ უნდა იყოს ის, მთავრობის მეთაური იქნება თუ მინისტრი, მის ნათესავზე რაც იციან, უნდა თქვან. ჩვენც ვაგროვებთ ინფორმაციას, ჩვენი გადაცემის პროექტიც 2030 ძალიან აქტიურობს, თუ რამე ინფორმაციას გავიგებთ, ჩვენც აუცილებლად მივაქცევთ ყურადღებას. მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ვიცით საპირისპირო განცხადებაც. ჯანყარაშვილმა ადვოკატი დაიქირავა და უჩივის სასამართლოში. არ შეიძლება ცრუ ჩვენებით დავაზიანოთ ხელისუფლება და ხელისუფლებაში მყოფი პირები"- განაცხადა ივანიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






